ფინანსთა მინისტრ ნოდარ ხადურის განცხადებით, თავდაცვის მინისტრად ლევან იზორიას დანიშვნის გადაწყვეტილება ოპტიმალურია.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს თქმით, ის თავდაცვის ყოფილი მინისტრის თინა ხიდაშელის განცხადებებს არ ეთანხმება.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის, სოზარ სუბარის განცხადებით, თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ალასანიაც თავის დროზე უშიშროების მინისტრის მოადგილე იყო.
„თავდაცვის სამინისტრო არის უწყება, სადაც ყველაზე მეტად უნდა იგრძნობოდეს ქვეყნის ერთიანობა და ეს უწყება ყველასთვის უნდა იყოს იმის მაჩვენებელი, რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენი სამშობლო და ჩვენი ქვეყანა”, - ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა გენერალური შტაბის და თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებს, რომლებსაც თავდაცვის ახალი მინისტრი, ლევან იზორია წარუდგინა.
პრემიერ მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის თქმით, მას გაუჭირდება თავდაცვის ახალ მინისტრ ლევან იზორიაზე პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის და თავდაცვის ყოფილი მინისტრის, თინა ხიდაშელის განცხადებების შეფასება.
პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის განცხადებით, პარტია „ქართულ ოცნებას”, რომელიც ამბობს, რომ 100-120 მანდატი ექნება პარლამენტში, არ გამოუვა, მაგრამ ამის გამო ქვეყანა არ დაიქცევა.
ხარაგაულში საკრებულოს "რესპუბლიკელი" თავმჯდომარის თანამდებობიდან გადაყენების მცდელობის ფაქტს გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი. მისი აზრით, უმრავლესობა მსგავსი ქმედებებით საკუთარ თავს ვნებს.
მიმდინარე წლის 1-ელ აგვისტოს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ შეხვედრა გამართა სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრთან ედვარდ ნალბანდიანთან, რომელიც საქართველოს ოფიციალური ვიზიტით დღეს ეწვია.
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს ედვარდ ნალბანდიანს შეხვდა, რომელიც საქართველოს ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ეწვია.
„საიდუმლო ინფორმაციების გავრცელებასა და აღნიშნული ინფორმაციებისადმი კონკრეტული ადამიანების წვდომის შესახებ სამართალდამცავებისთვის დიდი ხანია ცნობილია და გამოძიება მაშინვე უნდა დაწყებულიყო“,-განაცხადა თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, თინა ხიდაშელმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.