თბილისის მერი დავით ნარმანია იმედოვნებს, რომ საკრებულოს უმრავლესობა მხარს დაუჭერს, მის მიერ თბილისის საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელების ადგილზე დასახელებულ კანდიდატებს.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებმა, დავით ბაქრაძემ, ლევან ვარშალომიძემ და საარჩევნო შტაბის უფროსმა, ნიკა მელიამ ხელვაჩაურში მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინეს.
პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე, პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დღეს შიდა ქართლის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს წარადგენს.
თავდაცვის მინისტრის, თინა ხიდაშელის განცხადებით, ფარული ჩანაწერების გავრცელების შესახებ დანაშაული რთული გამოსაძიებელი არ არის.
„რაც შეეხება ზოგადად კვლევებს, ჩემთვის მთავარია ის, რასაც ვხედავთ - მოსახლეობასთან საუბარი“,- განაცხადა ვიცე-პრემიერმა, ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას, ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევებთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ.
„დღეს ჩვენ უნდა შევეხიდოთ მთას და უნდა დაგიდგეთ გვერდით, რომ საქართველო გადავარჩინოთ. მთის გარეშე საქართველოს განვითარება შეუძლებელია, და საქართველოს, ქართველი კაცის ბუნების, მისი საუკეთესო თვისებების შენარჩუნება შეუძლებელია“,- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა დუშეთში, სადაც ადგილობრივებს „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატი ზაქარია ქუცნაშვილი წარუდგინა.
„ქართული ოცნება“ არის ქვეყანაში ერთადერთი ძალა, რომელსაც შეუძლია ყველა იმ პრობლემის მოგვარება, რომელიც დღეს ადამიანებს აწუხებთ“, - განაცხადა ვიცე-პრემიერმა, ენერგეტიკის მინისტრმა, კახა კალაძემ დუშეთში, სადაც მან პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან ერთად ადგილობრივ მოსახლეობას ყაზბეგში, დუშეთსა და თიანეთში მაჟორიტარობის კანდიდატი ზაქარია ქუცნაშვილი წარუდგინა.
პრემიერ მინისტრმა, „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ, გიორგი კვირიკაშვილმა თიანეთის მოსახლეობას თიანეთის, ყაზბეგისა და დუშეთის მაჟორიტარობის კანდიდატი ზაქარია ქუცნაშვილი წარუდგინა.
პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა სტეფანწმინდის მოსახლეობას „ქართული ოცნების“ თიანეთის, ყაზბეგისა და დუშეთის მაჟორიტარობის კანდიდატი ზაქარია ქუცნაშვილი წარუდგინა.
„დღევანდელი საარჩევნო კამპანია თვისობრივად განსხვავდება იმისგან, რაც 2011 წლის შემოდგომაზე და მთელი 2012 წლის განმავლობაში ხდებოდა, - განაცხადა პრემიერ მინისტრმა, „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ, გიორგი კვირიკაშვილმა სტეფანწმინდაში, მოსახლეობასთან შეხვედრისას.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.