კონსტიტუციონალისტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, კონსტანტინე ჩოკორაია აცხადებს, რომ არასწორია 6-თვიან შეზღუდვასთან დაკავშირებით - კანონმდებლობაში იმგვარი ინტერპრეტაცია, თითქოს არსებობს არჩევნების 6 თვით გადადების შესაძლებლობა.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის ყოფილი თავმჯდომარის, ”ნაციონალური მოძრაობის” წევრის ლევან თარხნიშვილის აზრით, 5 თვის განმავლობაში საარჩევნო ადმინისტრაციის წინასაარჩევნო რეჟიმში მუშაობას დაახლოებით 10 მილიონი ლარი დასჭირდება.
2016 წლის 14 აპრილს საბერძნეთის რესპუბლიკის განათლების, კვლევისა და რელიგიურ საქმეთა სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება საბერძნეთის საჯარო სკოლებში ქართული ენის სწავლების საპილოტე პროგრამის ამოქმედებასთან დაკავშირებით.
პარლამენტმა პირველი მოსმენით (87 - მომხრე, 4 - წინააღმდეგი) ”სისხლის სამართლის კოდექსში” დაგეგმილი ცვლილებები მიიღო, რომელიც პირადი და ოჯახური საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის გამკაცრებას ითვალისწინებს.
"რესპუბლიკური პარტიის" ერთ-ერთი ლიდერის, დავით ზურაბიშვილის განცხადებით, ყოფილი პრემიერ მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის დროს ძალიან ბევრი ნეგატიური პროცესი დაიწყო, რის გამოც აუცილებელი გახდა კოალიციის რეფორმირების პროცესი, თუმცა ეს ვერ მივიდა ბოლომდე, მიუხედავად იმისა, რომ ის გამოიცვალა.
”საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” პროექტების კოორდინატორის, ლევან ნატროშვილის განცხადებით, პრეზიდენტის მიერ არჩევნების დანიშვნის შესახებ ახალი განკარგულების გამოცემის შემთხვევაში, კანონით განსაზღვრული 6-თვიანი შეზღუდვა არ ამოქმედდება.
„რუსეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ შეთანხმება „სახელმწიფო საზღვრის“ შესახებ რუსულ ინტერესებს სრულად შეესაბამება, - აცხადებს კარასინი და აღნიშნავს, რომ მოლაპარაკებების პროცესი 2010 წლიდან მიმდინარეობდა, რა დროსაც მოხდა ე.წ. საზღვრის 74-კილომეტრიანი მონაკვეთის დელიმიტაცია.
”ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატმა, ჩიორა თაქთაქიშვილმა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ სახალხო დამცველისა და „ეს შენ გეხებას“ სარჩელზე მიღებულ გადაწყვეტილებას ”რევოლუციური” უწოდა.
თქვენ შეგიძლიათ გადახედოთ NDI -ს 2012 წლიდან ჩატარებული კვლევების სტატისტიკას და არჩევნების შედეგებს, რამხელა ცდომილებებია, - განაცხადა ვიცე -პრემიერმა, ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან თემის კომენტირებისას.
დამამშვიდებელს მიიღებთ თქვენ შემოდგომაზე, 8 ოქტომბერს, - ასე უპასუხა ”ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა გიორგი ბარამიძემ პარლამენტის ვიცე სპიკერს, მანანა კობახიძეს, რომელმაც ამ განცხადების გაკეთებამდე ბარამიძეს მიმართა, დამამშვიდებელი დაელია.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.