პარლამენტის თავმჯდომარეს ვურჩევდი, რომ გადასაბრალებლად სხვისკენ თითის გაშვერას თავი დავანებოთ, -ასე გამოეხმაურა "ახალი მემარჯვენეების" ლიდერი მამუკა კაციტაძე პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილის ოპოზიციისადმი მოწოდებას.
პაატა ჯიბლაძემ „პირველ პრესკლუბში“ საუბრისას, „მემარცხენე ალიანსის“ პოზიცია დააფიქსირა და აღნიშნა, რომ გაზაფხულზე, პრეზიდენტის სასახლეში შეხვედრაზე, პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა ხელი მოაწერა მიმართვას, რომლის მიხედვითაც 2016 წლის არჩევნები, არა მაჟორიტარული, არამედ რეგიონულ-პროპორციული სისტემით უნდა ჩატარებულიყო.
არმაზ ახვლედიანი არ არის ადეკვატური იმ ვითარებისა, რაც შექმნილია და საერთოდ ვერ ერკვევა, რას ნიშნავს მართვა. ეს განცხადება გია ვოლსკიმ "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს წევრის, ყოფილი აღმასრულებელი მდივნის არმაზ ახვლედიანის იმ განცხადების საპასუხოდ გააკეთა
მარტის ბოლოს ვაშინგტონში, ბირთვული უსაფრთხოების სამიტზე, საქართველოს დელეგაციას პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი უხელმძღვანელებს. როგორც პრეზიდენტის მრჩეველმა საგარეო ურთიერთობების საკითხებში, თენგიზ ფხალაძემ განაცხადა, სამიტში მონაწილეობის მიზნით, პრეზიდენტის გამგზავრებაზე გადაწყვეტილება მთავრობასთან კონსულტაციების შედეგად მიიღეს.
ჩვენ არ ვართ შეშფოთებულები პროპორციული ან მაჟორიტარული წესის ცვლილების გამო - ეს ქართველი ხალხის გადასაწყვეტია, - ამის შესახებ განცხადება ვენეციის კომისიის წარმომადგენელმა, მანუელ გონსალეს ოროპეზამ განაცხადა.
ფინანსთა მინისტრი, ნოდარ ხადური საერთაშორისო სარეიტინგო კომპანიის, Standard & Poor’s-ის ანალიტიკოსებს შეხვდა.
საქართველოს "საარჩევნო კოდექსში" განხორციელებულ ცვლილებებთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის დასკვნა მარტის შუა რიცხვებში გამოქვეყნდება. ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოში ვიზიტად მყოფმა, ვენეციის კომისიის წარმომადგენელმა მანუელ გონსალეს ოროპეზამ განუცხადა.
აუცილებელია ყველა პოლიტიკური ძალისთვის ხელმისაწვდომი იყოს მედიასაშუალება და ყველა პოლიტიკური მოთამაშისთვის იყოს შექმნილი თანაბარი სათამაშო ველი, - იან კელი.
"ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს წევრი არმაზ ახვლედიანი აცხადებს, რომ პარტიის ცალკეული წევრები ხელს უშლიან ორგანიზაციაში დემოკრატიული პროცესის გაღვივებას. როგორც ახვლედიანი ამბობს, სამწუხაროდ, ამ ადამიანებში ჩაბუდებულია საბჭოთა იდეოლოგია და ზოგიერთს ვერ წარმოუდგენია, რომ შეიძლება მასზე უკეთესად საქმე სხვამ გააკეთოს.
"ქართულმა ოცნებამ" საარჩევნო კოდექსში ცვლილებები მიიღო ერთ პირთან მოლაპარაკებებით და ეს ერთი პირი იყო ბიძინა ივანიშვილი, - ამის შესახებ ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ხათუნა გოგორიშვილმა ვენეციის კომისიის დელეგაციასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.