დღეს, მე ხელი მოვაწერე საარჩევნო კოდექსში ცვლილებებს, რომელიც წარმოდგენილი იყო პარლამენტიდან - გიორგი მარგველაშვილი.
"დედაქალაქში კონტრაქტორ კომპანიებთან მიმართებაში ზედამხედველობას გავაძლიერებთ" - განცხადება აღნიშნულის შესახებ თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთა.
ვიცე პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერების ბრალდებას პასუხობს იმასთან დაკავშირებით, თითქოს დავით კირკიტაძის ძმის, ირაკლი კირკიტაძის დაკავება გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგებლის რიგგარეშე არჩევნებს უკავშირდება. კალაძე საკითხის ამგვარად დაყენებას "სისულელეს" უწოდებს.
ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე მთავრობაში ცვლილებებს არ გამორიცხავს. ამის შესახებ კალაძემ ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა.
ენერგეტიკის მინისტრი, ვიცე-პრემიერი კახა კალაძე საგარეო საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილედ დავით ზალკალიანის დაბრუნებას მიესალმება, თუმცა მიაჩნია, რომ ზალკალიანს მისი გადადგომისას გაკეთებული განცხადებების გამო განმარტების გაკეთება მოუწევს.
ავლაბრის სასახლეში საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის ბრიფინგი გაიმართება. ბრიფინგი 14:00 საათზეა ჩანიშნული.
შევეცადოთ, რომ კარგი კომპანიები წავახალისოთ, ხოლო იმ კომპანიების მიმართ, რომლებიც ვერ ასრულებენ ვალდებულებებს, გამოვიყენოთ სანქციები, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ დავით კირკიტაძის ძმის, ირაკლი კირკიტაძის დაკავების ფაქტს ეხმაურება. როგორც ენმ-ს დეპუტატი ლევან ბეჟაშვილი აღნიშნავს, ესაა შერჩევითი სამართლის კლასიკური მაგალითი, რითაც ხელისუფლება ცდილობს გარდაბნის გამგებლის არჩევნებზე, საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელ დავით კირკიტაძეზე ზეწოლა განახორციელოს.
ვინ იქნება პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ფორმალურად, მნიშვნელობა არ აქვს, ვინაიდან პარტიის თავმჯდომარე, პრემიერიც და პრეზიდენტიც ამ ქვეყანაში ბიძინა ივანიშვილია, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა.
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ზვიად კვაჭანტირაძე ადასტურებს, რომ პარტია "ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარის პოსტზე პრემიერ მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის კანდიდატურა განიხილება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.