"თავისუფალი დემოკრატების" ყოფილმა წევრმა, დავით ზალკალიანმა დაადასტურა, რომ შესაძლოა ის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე დაბრუნდეს, თუმცა გადაწყვეტილებას უახლოეს პერიოდში მიიღებს.
საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ადასტურებს, რომ მისი მოადგილის თანამდებობაზე "თავისუფალი დემოკრატების" ყოფილი წევრის, დავით ზალკალიანის კანდიდატურა განიხილება.
პოლიტიკური გაერთიანება "ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარის პოსტიდან ირაკლი ღარიბაშვილის წასვლის შემდეგ ვაკანტური თანამდებობა შესაძლოა ახალმა პრემიერ მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დაიკავოს.
ცნობილია, რომ ზალკალიანი უწყებაში კვლავ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობას დაიკავებს.
გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერი, ანგელა მერკელი გიორგი კვირიკაშვილს საქართველოს პრემიერ-მინისტრად დანიშვნას ულოცავს.
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი ეროვნული ბანკის ახალი პრეზიდენტის არჩევის პროცესის წლის ბოლომდე გაჭიანურების შესაძლო სცენარში ვერანაირ ლოგიკას ვერ ხედავს.
გიორგი კვირიკაშვილმა, საქართველოს პრემიერ–მინისტრის რანგში, ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან საქართველოში, იან კელისთან პირველი შეხვედრა გამართა.
საქართველოს პრეზიდენტი ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატს სავარაუდოდ, იანვრის ბოლომდე დაასახელებს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა, გიორგი აბაშიშვილმა განუცხადა.
საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი რუსეთის მიერ განახლებული თავდაცვის დოქტრინის მიღებას აფასებს და ამბობს, რომ მოსკოვის რეაქცია ნატო-ს გაფართოების მიმართ მოულოდნელი არ არის.
პარტია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატი, გიორგი ღვინიაშვილი თოვლის შედეგად გზებზე შექმნილ შეფერხებებს ეხმაურება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.