პოლიტიკა

ნატო-ს მინისტერიალის ფარგლებში, საქართველოს ვიცე პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, მევლუთ ჩავუშოღლუს შეხვდა.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, მინისტრებმა ორი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობა და მჭიდრო თანამშრომლობა დაადასტურეს. ისაუბრეს ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტის მნიშვნელობაზე და რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო მიმოიხილეს.

სრულად...

ამერიკული გამოცემები, The Wall Street Journal-ი და The New York Times-ი საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ „ისლამურ სახელმწიფოსთან“ სავარაუდო კავშირისთვის 4 პირის დაკავებაზე ინფორმაციას აქვეყნებენ.

სრულად...

ყველას გვესმის, რომ ჩვენს წინაშე საერთო საფრთხეა და ეს საჭიროს ხდის თანამშრომლობას, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა, იან კელიმ ISIS-ს საფრთხესთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვაზე პასუხისას განაცხადა.

სრულად...

"რუმინეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს მის საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში, ასევე ევროპული და ევროატლანტიკურ ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მთავრობისა და ქართველი ხალხის მიერ განხორციელებულ რეფორმებს", - ნათქვამია "საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ევროკავშირსა და ნატო-ში ინტეგრაციის მხარდაჭერის შესახებ" განცხადებაში, რომელიც რუმინეთის პარლამენტის დეპუტატთა პალატის ევროპულ საქმეთა კომიტეტმა 2015 წლის 24 ნოემბერს მიიღო. 

სრულად...

„ჩვენი მიზანია ნატო-ს წევრობა, ალიანსის გადასაწყვეტია რა ინსტრუმენტებით უზრუნველყოფს საქართველოს გაწევრიანებას. ჩვენ დღეს გაგვაჩნია ყველა საჭირო ინსტრუმენტი ამისთვის, მათ შორის ნატო-ს სამხედრო ძალებთან თავსებადობის კუთხით, რაც ძალიან მნიშვნელოვანია“- ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ბრიუსელში განაცხადა.

სრულად...

გუშინ, პარიზში საერთაშორისო კონფერენციაზე გამოსვლისას, რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა კონტრაბანდისტობაში დაადანაშაულა თურქეთის პრეზიდენტი ერდოღანი!

სრულად...

საქართველოში აშშ-ის ელჩი იან კელი ISIS-ისთან კავშირში ბრალდებულების დაკავების ფაქტს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ აშშ მზად არის, მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხში საქართველოს მხარი დაუჭიროს.

სრულად...

„პენსიონერები კვლავაც მედიკამენტების გარეშე რჩებიან“, - აღნიშნულ თემაზე დღეს, „მემარცხენე ალიანსის“ პოლიტიკურმა მდივანმა პაატა ჯიბლაძემ პარტიის ოფისში ბრიფინგი გამართა და მთავრობისგან სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტში ცვლილებების შეტანა მოითხოვა, რომლის შედაგადაც პენსიის ოდენობა 200 ლარამდე  გაიზრდება.

სრულად...

მთავრობა სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების, ტექნიკის სარგებლობაში გადაცემასთან დაკავშირებით შეუსრულებელ ვალდებულებებზე ამნისტიის შესახებ პროექტი პარლამენტში უკვე შევიდა, რითაც შესაბამის პირებს ჯამში დაახლოებით 27 500 000 ლარის ფინანსური ვალდებულება ეპატიებათ.

სრულად...

საქართველოს პარლამენტმა ევროკომისიას, ევროპარლამენტს, ევროკავშირის საბჭოს, ევროპულ საბჭოს და ევროკავშირის საგარეო ურთიერთობათა სამსახურს შესაძლოა სპეციალური განცხადებით მიმართოს.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი