პოლიტიკა

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის, გია ვოლსკის განცხადებით, ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში დაბრუნებას არ აპირებს.
როგორც ვოლსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა, ივანიშვილის კოალიცია "ქართული ოცნების" პოლიტიკურ ლიდერად დაბრუნების ალბათობა არ არსებობს.

სრულად...

„უშიშროების საბჭო არის ძალიან მნიშვნელოვანი ორგანო, პრეზიდენტის ინსტიტუტი არის ძალიან მნიშვნელოვანი, მაგრამ ამ თემით სპეკულაციას უნდა დაანებოს თავი პრეზიდენტმა“ - აღნიშნული განცხადება „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გია ვოლსკიმ უშიშროების საბჭოს სხდომის გამართვის საკითხსა და სხდომაზე პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის არდასწრებასთან  დაკავშირებით გააკეთა. 

სრულად...

თავდაცვის სფეროში კორუფციული გარემოს გაუმჯობესების კუთხით საქართველომ სერიოზული პროგრესი განიცადა და მაღალი დონის კორუფციული რისკის ჯგუფიდან საშუალო რისკის ჯგუფში გადაინაცვლა , - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ბესიკ ლოლაძემ თავდაცვის სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტებს განუცხადა. 

სრულად...

"ევროკავშირი საქართველოში კონფლიქტების გაღრმავებით შეშფოთებულია" - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა კომისარმა საგარეო პოლიტიკასა და უსაფრთხოების საკითხებში, ფედერიკა მოგერინიმ ბელგრადში მიმდინარე ეუთო-ს მინისტერიალზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

სრულად...

პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი იმედოვნებს, რომ სულ მალე საქართველო ევროპის ენერგეტიკული გაერთიანების სრულუფლებიანი წევრი გახდება.
ამის შესახებ პრემიერმა ენერგეტიკული ქარტიის კონფერენციის მინისტერიალზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც ენერგოუსაფრთხოების საკითხებზე ისაუბრა და წარმატებული რეგიონული პროექტები დაასახელა.

სრულად...

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსად გიორგი აბაშიშვილი დაინიშნა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პრეზიდენტმა მარგველაშვილმა შესაბამისი განკარგულება დღეს გამოსცა.

სრულად...

"ოკუპირებულ აფხაზეთთან და ცხინვალის რეგიონთან ე.წ. შეთანხმებების ხელმოწერით, რუსეთმა კიდევ ერთხელ დაარღვია საერთაშორისოდ აღებული ვალდებულებები" - ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ბელგრადში, ეუთო-ს 22-ე მინისტერიალში მონაწილეობისას, სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.

სრულად...

ვიცე-პრემიერის, საგარეო საქმეთა მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება მზადაა შექმნას ყველა პირობა დემოკრატიული და სამართლიანი არჩევნების უზრუნველსაყოფად. აღნიშნული განცხადება კვირიკაშვილმა ბელგრადში,  ეუთო-ს 22-ე მინისტერიალში მონაწილეობის დროს გააკეთა.

სრულად...

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ეროვნული უშიშროების საბჭოს დღევანდელ სხდომას ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი არ დაესწრება. მათივე ცნობით, სხდომაში მონაწილეობას მიიღებს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი.

სრულად...

უკრაინული მედიით გავრცელებულ ფარულ აუდიო ჩანაწერში, სადაც "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, პარლამენტარი გიორგი გაბაშვილი და მისი ძმა, ლადო გაბაშვილი ფიგურირებენ, ნათლად ჩანს, თუ როგორი მწვავე შიდა დაპირისპირებაა სააკაშვილ-ადეიშვილისა და ბოკერია-უგულავა-გაბაშვილის დაჯგუფებებს შორის.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი