ვაზისუბანში მომხდარ ძარცვას, რომელიც "რეფორმატორების" წევრის ნიკა კირვალიძის საცხოვრებელ სახლში მოხდა, პარტიის წევრები ოფიციალური განცხადებით ეხმაურებიან. "რეფორმატორები" აღნიშნულ დანაშაულს პარტიის მიერ რამდენიმე დღის წინათ სააფთიაქო ნარკომანიის თემაზე გამართულ საგანგებო ბრიფინგს უკავშირებენ.
ლევან მურუსიძის ადგილი სასამართლო სისტემაში არ არის, - ასე აფასებს "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერი ირაკლი ალასანია სააპელაციო სასამართლოს მოსამართლედ ლევან მურუსიძის შესაძლო არჩევას.
"კოალიცია, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა შექმნა და ჩამოაყალიბა, ისევ ივანიშვილის ხელმძღვანელობით მიიღებს 2016 წლის არჩევნებში მონაწილეობას" - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ვიცე-სპიკერმა ზვიად ძიძიგურმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახი კალაძე ნატოს კომუნიკეთი კმაყოფილია. მისი თქმით, საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებულ რეფორმებს კარგი შეფასებები მოჰყვა.
„ვფიქრობ, ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ეს მიმართულება, წინსვლა და უახლოეს მომავალში შევძლებთ გავხდეთ ევროპის სრულუფლებიანი, ასევე ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის წევრი ქვეყანა", - განაცხადა კახა კალაძემ.
იუსტიციის სამინისტრომ პრეზიდენტს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის რეკომენდაციით მიმართა.
ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მიზანი გახლავთ უზრუნველყოფა, რომ მომდევნო არჩვენები იყოს მაქსიმალურად თავისუფალი და სამართლიანი, - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა იან კელიმ ინტერპარტიული ჯგუფის წევრებთან შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მონტენეგროს პრეზიდენტს ფილიპ ვუჟანოვიჩს მონტენეგროს NATO-ში გასაწევრიანებლად მიწვევას ულოცავს. პრეზიდენტის ადმინისტრაცის მიერ გავრცელებულ წერილში ნათქვამია, რომ ეს "ისტორიული გადაწყვეტილება იქნება შთამაგონებელი საქართველოსა და სხვა ასპირანტი სახელმწიფოებისათვის."
"თავისუფალი თაობის" წევრი, გიორგი ბაბუხადია აცხადებს, რომ "თავისუფალი ზონა" დაშლის პირასაა და ორგანიზაცია უკვე დატოვა რამდენიმე წამყვანმა ლიდერმა. როგორც ბაბუხადიამ guardian.ge -ს აცნობა, ამის მიზეზი ორგანიზაციის წევრების კობა ხაბაზთან დაპირისპირება და გავლენის სფეროების განაწლებისთვის ბრძოლა გახდა.
რამდენიმე დღე ვერ მოვახერხე თურქეთსა და რუსეთს შორის დატრიალებული ინციდენტის შესახებ კომენტარის გაკეთება და ამ ცოტა დროში ის კი დავინახე, როგორ მოვახერხეთ საზოგადოების ორ დაპირისპირებულ ბანაკად ისე დაყოფა, რომ გეგონება ჩვენი ბედი წყდებოდეს აქ და ეხლა ამ კონფლიქტში!
დიახ, ნატო–ში "უ–MAP–ოდ" არ მიგვიღებენ! ეს გარკვევით წერია ბრიუსელში, დღეს მიღებულ ნატო–ს მინისტერიალის დასკვნით კომუნიკეში. ჯერ მაპ–ი და მერე ნატო–ს წევრობაო. არადა, სულ ახლახანს მავანი ქართველი პოლიტიკოსები გამუდმებით გვიმტკიცებდნენ, რომ საქართველოს უ–მაპოდაც მიიღებენ ალიანსში, განსაკუთრებით აქტიურობდა თავდაცვის მინისტრი, ქ–ნი ხიდაშელი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.