პოლიტიკა

სუს-ის უფროსის მოადგილე, ლევან იზორია თანამდებობიდან უნდა გადადგეს, ამის შესახებ გადაცემა "არჩევანში" “თავისუფალი დემოკრატების” გენერალურმა მდივანმა ალექსი პეტრიაშვილმა განაცხადა.

სრულად...

ერთადერთი, რასაც ვინატრებდი დღეს, არის თქვენი მასპინძლობა ჩემს უმშვენიერეს ქვეყანაში, საქართველოში, - ასე მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა , ნიუ-იორკში, საინვესტიციო ფორუმზე: Georgia-Making Business Easy შეკრებილ მსოფლიოს წამყვან ინვესტორებს.

სრულად...

ჩვენ ვაპირებთ რაც შეიძლება მეტი ამერიკული კაპიტალი მოვიზიდოთ საქართველოში, ამას ქვეყნისთვის აქვს სტრატეგიული მნიშვნელობა, - ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ქალაქ ნიუ-იორკში გამართული ეკონომიკური ფორუმის Georgia-Making Business Easy, შეფასებისას განაცხადა.

სრულად...

ნიუ ორკში ვიზიტად მყოფი საქართველოს პრეზიდენტი სააკაშვილის ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსნების, გიგი უგულავას, ვანო მერაბიშვილისა და ბაჩო ახალაიას შესაძლო შეწყალების საკითხს გამოეხმაურა. გიორგი მარგველაშვილის თქმით, შეწყალების მექანიზმი იყო და რჩება სახელმწიფოს ჰუმანურ ფუნქციად და მისი პოლიტიკური დისკუსიის ნაწილად განხილვა არ მოხდება.

სრულად...

საქართველოს პრემიერ-მინისტრი წელს მოლდოვას ეწვევა, - ირაკლი ღარიბაშვილმა ვალერი სტრელეცისგან მიწვევა ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე მიიღო.

სრულად...

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნიუ იორკში შეხვედრებს განაგრძობს. ირაკლი ღარიბაშვილი ამჯერად საერთაშორისო სარეიტინგო კომპანიებს: Moody’s, Standard and Poor’s და Fitch-ის წარმომადგენლებს შეხვდა.

სრულად...

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა  ნიუ იორკში მონაწილეობა მიიღო ევროპული საბჭოს პრეზიდენტის დონალდ ტუსკის, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის ფრანს ტიმერმანსის და ევროპის საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში უმაღლესი წარმომადგენლის ფედერიკა მოგერინის სახელით გამართულ მიღებაში.

სრულად...

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ნიუ იორკში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში მრგვალი მაგიდის ფორმატში გამართულ მაღალი რანგის დისკუსიაში "აღმოსავლეთ ევროპის მომავალი - ქალთა გაძლიერება"  მონაწილეობა მიიღო.

სრულად...

საქართველოს პრეზიდენტმა "ფორდჰეიმის " უნივერსიტეტში საჯარო ლექცია წაიკითხა და სტუდენტების შეკითხვებს უპასუხა. გიორგი მარგველაშვილმა აღნიშნა, მისი  პოლიტიკური დღის წესრიგი, მიზნები და ამოცანები იყო არა კანონმდებლობა, არამედ პოლიტიკური ლიდერების, საზოგადოების, საერთაშორისო ორგანიზაციების უნარი, დაიცვან წესები, რომლებიც დამყარებული და დაწერილია.

სრულად...

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის განცხადებით, საქართველო მთელი არმიით უნდა გაწევრიანდეს ნატო-ს ეგიდით შექმნილ უსაფრთხოების სისტემაში, რადგან ჩვენი ტერიტორიების დეოკუპაცია საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერაზეა დამოკიდებული.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი