დავით უსუფაშვილის შეფასებით, საარჩევნო სისტემის 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის შეცვლა და პროპორციულ სისტემაზე გადასვლა, კოალიციის დაშლას გამოიწვევს.
კონკრეტულად, ვის სურს პარლამენტში დარჩენა, ვინ იმსახურებს, თუ ვის აღარ უნდა, ამაზე ჯობდა, დავით საგანელიძეს მაშინ ესაუბრა, როცა უმრავლესობის ლიდერი იყო, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან შეხვედრისას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა განაცხადა.
საქართველოს პრეზიდენტი პროკურატურის შესახებ საქართველოს კანონში წარმოდგენილ ცვლილებას ხელს აწერს, - ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, გიორგი კვერენჩხილაძემ განაცხადა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს, ვიქტორია ნულანდს შეხვდა.
დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ტონი ბლეერი საქართველოს ეწვევა. მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, ტონი ბლეერი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოში მოიწვია, რაზეც დიდი ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა თანხმობა განაცხადა.
სომხურ-აზერბაიჯანულ საკონტაქტო ხაზზე მორიგმა დაძაბულობამ ყარაბაღის კონძლიქტთან დაკავშირბით ახალი ვითარება შექმნა- სომხეთის პრეზიდენტი ყარაბაღს სომხეთის განუყოფელ ნაწილად აცხადებს, ხოლო აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი საკონტაქტო ხაზზე ინციდენტების გამოძიების მექანიზმების შექმნაზე ბაქოს შესაძლო შეთანხმებაზე ლაპარაკობს.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი ირმა ნადირაშვილი, გუშინ, მედიის საშუალებით გასულ ვიდეოკადრებს გამოეხმაურა, რომელიც საპატრულო პოლიციის ერთ-ერთმა თანამშრომელმა გაავრცელა და შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნებისა და მათი ოჯახის წევრების მიერ ე.წ. "ნარუშილოვკებით" სარგებლობას ასახავს.
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი რუსეთთან საუბარს გარდაუვალ აუცილებლობად მიიჩნევს და აღნიშნავს, რომ ამისთვის დროის მომწიფებაა საჭირო. როგორც მარგველაშვილმა აშშ-ში, ქართულ დიასპორასთან შეხვედრაზე განაცხადა, ძლიერი და კეთილმეზობლური საქართველო უფრო საინტერესოა რუსეთისთვის, ვიდრე ქვეყანა, რომლის ტერიტორიებსაც დაიპყრობ.
საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი აცხადებს, რომ მისი თანამდებობიდან წასვლა არაორდინარულ ვითარებაში გადაწყდა, თუმცა, მისთვის, როგორც კარიერული დიპლომატისთვის, მნიშვნელოვანია პროფესიული გამოცდილების რეალიზება შეძლოს.
ზურა ზვიადაურმა მითხრა, ჩემი ადგილი პარლამენტში არ არის, წესით, ძიუდოში ახალ თაობას უნდა ვზრდიდეო, - ამის შესახებ დავით საგანელიძემ გაზეთ "კვირის პალიტრას" განუცხადა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.