„ლეიბორისტული პარტია“ საარჩევნო სიას უახლოეს დღეებში წარადგენს. პარტიის ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა განაცხადა, რომ ხელისუფლებამ საარჩევნო სიის რეგისტრაციის პროცედურები განზრახ გაართულა.
„სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრს, თაკო ჩარკვიანს კორონავირუსი დაუდასტურდა. აღნიშნული ინფორმაცია ჩარკვიანმა სოციალურ ქსელში გაავრცელა.
მსოფლიო საოჯახო კონგრესის თავმჯდომარე ლევან ვასაძე 2020 წლის 9 სექტემბერს, #66 ტელემიმართვაში აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილის ნარკოპოლიტიკა ისეთივე მტრულია, როგორც მისი ლიბერალური პოლიტიკის სხვა ასპექტები და „რადიკალურად არის შესაცვლელი“.
„ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის პირველმა ნომერმა და პრემიერ მინისტრობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ საარჩევნო სიის ოცეულის წარდგენის შემდეგ მადლობა გადაუხადა გუნდს და ბიძინა ივანიშვილს „დიდი ნდობისთვის“, და აღნიშნა, რომ „პოლიტიკური სპეკულირების მიღმა, პირველ რიგში ეს არის უზარმაზარი პასუხისმგებლობა“.
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების საარჩევნო სიის პირველი ოცეული წარადგინა და თქვა, რომ საპარლამენტო დემოკრატიაში მიღებულია საარჩევნო სიის პირველ ნომრად პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის დასახელება. „ქართული ოცნება" არ ასახელებს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს, ჩვენ ვასახელებთ მომავალ პრემიერ-მინისტრს“, -აღნიშნა კობახიძემ ოცეულის წარდგენისას.
„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების საარჩევნო სიის პირველი ოცეულის პრეზენტაციაზე დამსწრე საზოგადოებას მიმართა და განაცხადა, რომ „ახალ, გულანთებულ სახეებთან, „ქართული ოცნების“ განახლებულ გუნდთან და რაც მთავარია, ქართველ ხალხთან ერთად, სწორედ ასეთი შემართებით, კიდევ ბევრ გამარჯვებას მოვიპოვებთ“.
პოლიტიკური გაერთიანება ,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების საარჩევნო სიის პირველი ოცეულის პრეზენტაციაზე დამსწრე საზოგადოებას მიმართა და განაცხადა, რომ ,,ქართული ოცნება" კვლავაც გააგრძელებს გზების, ხიდების, გვირაბების, უნივერსიტეტების, სკოლების და ბაღების მშენებლობას, ქართული სოფლის მხარდაჭერას, ადამიანზე, მის ჯანმრთელობაზე ზრუნვას.
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველომ“ მთაწმინდის პარკში საარჩევნო სიის ოცეული წარადგინა. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე „ქართული ოცნების“ სიის პირველი ნომერი და პრემიერ მინისტრობის კანდიდატი მოქმედი პრემიერი გიორგი გახარია იქნება.
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ მთაწმინდის პარკში საარჩევნო სიის ოცეულს წარადგენს. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე „ქართული ოცნების“ სიის პირველი ნომერი და პრემიერ მინისტრობის კანდიდატი გიორგი გახარია იქნება.
2020 წლის 10 სექტემბერს ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (OSCE/ODIHR) ორგანიზებითა და პოლონეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს, ევროპის საბჭოს, PricewaterhouseCoopers Global (PwC) და დიპლომატიის ევროპული აკადემიის თანაორგანიზებით, ჰიბრიდულ ფორმატში გაიმართა ღონისძიება - “წერტილების დაკავშირება - პოლიტიკურ და საჯარო სფეროში ახალგაზრდების ჩართულობის გაძლიერება” (“Connecting the Dots - strengthening youth engagement in political and public life”).
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.