პოლიტიკა

ნიუ-იორკი- საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ქ. ნიუ იორკში იმყოფება, სადაც პრეზიდენტის ხელმძღვანელობით საქართველოს დელეგაციასთან ერთად მონაწილეობს გაერო-ს გენერალური ასამბლეის მაღალი დონის კვირეულში.

 

სრულად...

პოლიტიკური გაერთიანება „გირჩის“ თავმჯდომარე იაგო ხვიჩია ხელისუფლებას მიმართავს და მოითხოვს ეროვნული ბანკის საცავში დაცული ბანკის ყოფილი პრეზიდენტის, დემურ დვალიშვილის ჩანაწერების სრულად გასაჯაროებას, სადაც, ასევე ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტის, რომან გოცირიძის ინფორმაციით, დეტალურად არის აღრიცხული ვისზე და რა ოდენობებით ხდებოდა საქართველოს მაშინდელი პრეზიდენტის, ედუარდ შევარდნაძის მითითებით სესხების გაცემა.

სრულად...

ტერორისტულ დანაშაულში ბრალდებულ რამზან ახიადოვის რუსეთის ფედერაციისთვის გადაცემას ეხმაურება „ლეიბორისტული პარტიის“ თავმჯდომარე შალვა ნათელაშვილი და აცხადებს, რომ „ეს პიროვნება იურიდიულად არის გატაცებული და მძევალი“.

სრულად...

„ქართულ ოცნებას“ უნდა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებიც საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის მსგავსად ჩაატაროს - ბევრი ფული, ადმინისტრაციული რესურსი, დაშინება, ნეგატიური კამპანია, - აცხადებს გაზეთ „ვერსია“-სთან საუბრისას გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ვაშაძე და დასძენს, რომ ბიძინა ივანიშვილს დაგეგმილი აქვს 300 მილიონი დოლარის დახარჯვა ამ არჩევნებზე.

სრულად...

საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენები აუარესებს რეგიონში უსაფრთხოების გარემოს და მნიშვნელოვანია საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან ამ საკითხის მაღალ დონეზე დაყენება როგორც საერთაშორისო, ისე რუსეთთან ორმხრივ ფორმატებში, - განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ სამხრეთ კავკასიაში ეუთოს სპეციალურ წარმომადგენელთან, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარესთან რუდოლფ მიხალკასთან შეხვედრისას.

 

სრულად...

პრეზიდენტის რეზიდენციასთან "ნაციონალური მოძრაობა" აქციას მართავს. აქციის მონაწილეები პრეზიდენტის მიერ მკვლელობაში მსჯავრდებულის შეწყალებას აპროტესტებენ.

 

სრულად...

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საფრანგეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში დიეგო კოლასს უმასპინძლა. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და საფრანგეთის თავდაცვის უწყებებს შორის თანამშრომლობის მნიშვნელოვანი ასპექტები მიმოიხილეს და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.

 

სრულად...

„სირცხვილია“ არ არის პოლიტიკური პარტია, ჩვენ ვიბრძვით ჩვენი ქვეყნისთვის, - განაცხადა მოძრაობა „სირცხვილიას“ ერთ-ერთმა ორგანიზატორმა გიგა მაქარაშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში.

 

სრულად...

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე ხვთისიაშვილმა გაცნობითი შეხვედრა გამართა საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ახლადდანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, ლი იენთან.

 

სრულად...

შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური საქართველოში საფრანგეთის რესპუბლიკის ახალ ელჩს - დიეგო კოლასს შეხვდა.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი