პოლიტიკა

საქართვეელოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს შეხვდა. შეხვედრაზე ნათია თურნავამ მადლობა გადაუხადა აზერბაიჯანის ლიდერს თბილი მიღებისთვის და იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც აზერბაიჯანი იჩენს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის აღიარების კუთხით. აღინიშნა, რომ აზერბაიჯანი საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი და საიმედო მეზობელია, ამდენად, საქართველო დიდ ყურადღებას უთმობს ორმხრივი ურთიერთობების შემდეგომ განვითარებას. 

 

სრულად...

შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელს, კარლ ჰარცელს შეხვდა.

სრულად...

საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „პატრიოტთა ალიანსის“ წევრმა, ემზარ კვიციანმა 8 სექტემბერს, პარლამენტის შენობის მიმდებარედ მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით განაცხადა, რომ მას სუს-ის მხარდაჭერით და გიგა ბოკერიას შეკვეთით თავს დაესხა „გაურკვეველი ჯგუფი ლანძღვა-გინებითა და ბრალდებებით“ და „როცა გაკრიტიკებენ, უნდა მოითმინო, მაგრამ რომ მოგსდევენ, გაგინებენ, გლანძღავენ, რატომ ვარ ვალდებული, მოვითმინო“.

სრულად...

მე ეჭვი მიღრმავდება, რომ სალომე ზურაბიშვილი პატიმრების შეწყალებით ფულს აკეთებს, - განაცხადა „სამოქალაქო მოძრაობის“ დამფუძნებელმა ალეკო ელისაშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში.

 

სრულად...

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიერ მარიამობის დღესასწაულზე გამოცემულ შეწყალების აქტს, რომლის მიხედვითაც 2004 წელს დავით ოთხმეზურის მკვლელობისთვის დიდი ხნის შემდეგ გასამართლებული პირის შეწყალებას „არაადეკვატურს“ უწოდებს საპარლამენტო ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძე, რომელიც კითხულობს - „სამზარეულოში წყდება, სალომე ზურაბიშვილის სახლში, ასეთი გადაწყვეტილებების მიღება, თუ სად?“

სრულად...

გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს 42-ე სესიის ფარგლებში, საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის თანა-ორგანიზებით, ჰუმანიტარულ კონტექსტში ქალებისა და გოგონების უფლებების დაცვის შესახებ პარალელური ღონისძიება „Ensuring accounatbility for the human rights of women and girls in humanitarian settings: the role of the Human Rights Council” გაიმართა.

 

სრულად...

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში, ევროკავშირის მხარესა და საქართველოს სხვადასხვა უწყების წარმომადგენლებს შორის შეხვედრა გაიმართა, რომელიც "აღმოსავლეთ პარტნიორობის“ 2020 წლის შემდგომი ხედვისა და პრიორიტეტების შემუშავებას ეხებოდა.

 

სრულად...

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისიის დირექტორატის (DG NEAR) აღმოსავლეთ სამეზობლოს დეპარტამენტის დირექტორს ლოურენს მერიდიტს შეხვდა.

 

სრულად...

საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილსა და აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს შორის სატელეფონო საუბარი შედგა.

სრულად...

მგონი დასხდნენ და ქვეყანას ინაწილებენ, ისე საუბრობენ ამ გაჭირვეებულ ქვეყანაში. პენსიაზე ბევრად ძვირი ჯდება „შავი ჯიპის“ საწვავის ბაკის გავსება და ესენი სხედან და მილიონებს ინაწილებენ, - განაცხადა დამოუკიდებელმა დეპუტატმა დავით ჭიჭინაძემ „ტვ პირველის“ ეთერში.

 

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი