„მორალურ პასუხისმგებლობას ვგრძნობ იმ ადამიანების წინაშე, რომლებიც ამ აქციის შეწყვეტის პერიოდში დაზიანდნენ“, - ასე უპასუხა პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტის შეკითხვა, იმსახურებდა თუ არა ის პრემიერ მინისტრის თანამდებობას მაშინ, როდესაც სამი თვის განმავლობაში საზოგადოების გარკვეული ნაწილი მის შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტიდან გადადგომას ითხოვდა.
მოძრაობა „სახელმწიფო ხალხისთვის“ დამფუძნებელი, 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის მგზნებარე მხარდამჭერი პაატა ბურჭულაძე აცხადებს, რომ საქართველოს პრეზიდენტად „უცხო ქვეყნიდან ჩამობრძანებული არაადეკვატური ქალი დაგვინიშნეს“, რომელიც „საერთოდ ვერ ხვდება სად ცხოვრობს და რა არის ხალხის გულისტკივილი“.
თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი გიორგი გახარიას საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობის დაკავებას ულოცავს.
სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა, რომ იმ ფონზე, როცა პრემიერ-მინისტრად გიორგი გახარია დაინიშნა, ხოლო გენერალურ პროკურორს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობა სურს, ჩნდება განცდა, რომ პროკურატურა 20-21 ივნისის მოვლენების გამოძიებისას ობიექტური არ იქნება.
საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ნიდერლანდების სამეფოში გიორგი შარვაშიძემ ნიდერლანდების სამეფოს ინდუსტრიისა და დამსაქმებელთა კონფედერაციის „VNO-NCW“ თავმჯდომარესთან ჰანს დე ბოერსთან შეხვედრა გამართა.
საქართველოს მთავრობა განსაკუთრებით აფასებს გერმანიის მხარდაჭერას ქვეყნის დამოუკიდებლობის მოპოვებიდან დღემდე და მზად არის არსებული პარტნიორობის კიდევ უფრო გაღრმავებისთვის, - განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ საქართველოში გერმანიის ელჩ ჰუბერტ ქნირშთან შეხვედრისას.
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის დელეგაციას შეხვდა.
უკრაინაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა თეიმურაზ შარაშენიძემ, რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს ვასილ ბოდნარს.
როცა საუბარია სიღარიბეზე, უმუშევრობასა და სხვა პარამეტრებზე, რომლითაც ეკონომიკის შეფასება ხდება, ჩვენ გვაქვს გაცილებით ზუსტი მონაცემები, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა „NDI“- ს კვლევებთან დაკავშირებით.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.