სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ გამოძიების ჩატარების მექანიზმები და პროცედურები იხვეწება, ამასთან, ნათლად განისაზღვრება გამოძიების ჩატარებასა და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განხორციელებაზე პასუხისმგებელი სტრუქტურული ერთეულისა და თანამდებობის პირების უფლება-მოვალეობები.
პოლიტიკური გაერთიანება - „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ პოლიტსაბჭოს დღევანდელ სხდომაზე საკრებულოს შუალედურ არჩევნებში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები დაამტკიცეს.
საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიმართა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 49-ე რაუნდის მოსამზადებელი შეხვედრა თანათავმჯდომარეებთან ევროკავშირის, გაერო-სა და ეუთო-ს მხრიდან. შეხვედრას ქართული მხრიდან ხელმძღვანელობდა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე და ჟენევის მოლაპარაკებებში საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელი, ლაშა დარსალია. მხარეებმა განიხილეს მომდევნო რაუნდის დღის წესრიგის ძირითადი საკითხები.
საქართველოს მთავრობა დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ამერიკის შეერთებული შტატების ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მიერ განხორციელებულ ინვესტიციებს, რომელიც ხელს უწყობს ქვეყანაში ადამიანური კაპიტალის განვითარებას ეკონომიკური წინსვლისთვის, - განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის აღმასრულებელ დირექტორ შონ ქერნქროსთან შეხვედრისას, რომელიც თბილისში პირველი ვიზიტით იმყოფება.
ვერ იქნება საქართველოში ევროპული კეთილდღეობა, თუ არ იქნება უზრუნველყოფილი ამერიკული უსაფრთხოება, ეს "ანაბანაა", მე ეს არ მიკვირს, მე მქონია ბიძინა ივანიშვილთან კამათი 4-5 წლის წინ, შემოუთავაზებია მას, რომ მოდი, აფხაზეთი გავცვალოთ ნატოში და მე ვუთხარი არ იცვლება-მეთქი, - განაცხადა დავით ბერძენიშვილმა “ტელეკომპანია პირველში“ საუბრისას.
ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მანდატი აღსრულდეს მთელ ოკუპირებულ ტერიტორიაზე, რამაც ხელი უნდა შეუწყოს ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოების დაცვის უზრუნველყოფას, - აღინიშნა საქართველოს პრემიერ მინისტრსა და ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარ იოჰანეს ჰანს შორის შეხვედრისას.
საბურთალოს რაიონის გამგეობასა და ჩეხეთის რესპუბლიკის დედაქალაქის მუნიციპალიტეტ პრაღა 3-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა (რეზიდენციით ქ. ადის-აბება), ზურაბ დვალიშვილმა რწმუნებათა სიგელები გადასცა სამხრეთ სუდანის რესპუბლიკის პრეზიდენტს, სალვა კირ მაიარდიტს.
საერთოდ, ბევრ საოცარ რამეს ამბობს ხოლმე, განსაკუთრებით ამ ბოლო დროს, ბატონი ხაზარაძე. წერილი, ოქმი და კიდევ ბევრი რაღაც. მოიტანოს, გვანახოს ეს ოქმი, - განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა, გიორგი გახარიამ „თიბისი ბანკის“ და საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის განცხადებებზე კომენტარისას.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სხვადასხვა განშტოების მხრიდან, იგულისხმება „ევროპული საქართველოც“, დღემდე არ წყდება ქვეყნისა და ხალხისათვის ზიანის მომტანი, უკიდურესად სარისკო აქტივობების ინიცირება“, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა გიორგი ვოლსკიმ „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.