გაეროს გენერალური ასამბლეის 74-ე სესიის ფარგლებში გიმართა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის შეხვედრა კუბის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრთან ედუარდო როდრიგეს პარილასთან.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა შეხვედრა გამართა ავსტრიის რესპუბლიკის საგარეო უწყების ხელმძღვანელთან ალექსანდერ შალანბერგთან.
საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობას ოკუპირებული ტერიტორიების მიმდებარე სოფლებში ახალი საწარმოების დასაფინანსებლად 500 000 აშშ დოლარის გამოყოფისთვის მადლობა გადაუხადა.
დავით ზალკალიანის განცხადებით გაეროში, გენერალური ასამბლეის ფორმატში დაგეგმილ შეხვედრებზე იგი პარტნიორებთან ცხინვალის რეგიონში განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრებს და მოისმენს რეკომენდაციებს თუ რა გამოსავალი შეიძლება მოიძებნოს არსებული ვითარებიდან, მათ შორის ე.წ. ბორდერიზაციის და სხვა უკანონო პროცესების შესამცირებლად, რაც უკავშირდება როგორც ე.წ. გადასასვლელების დაკეტვას, ასევე საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან უკანონო საგუშაგოს აღმართვასა და მოსახლეობის გახშირებული გატაცებების ფაქტებს. აღნიშნულის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა გაეროს გენერალური ასამბლეის 74-ე სესიაზე საქართველოს დელეგაციის მონაწილეობისა და განსახილველი საკითხების კომენტირებისას განაცხადა.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი საფრანგეთის რესპუბლიკის საელჩოს ეკონომიკური მისიის რეგიონულ მრჩეველს სოფლის მეურნეობის საკითხებში ფრანსუა ვიელს შეხვდა.
შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩს - ჰუბერტ ქნირშს შეხვდა.
საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი რუმინეთში, ნიკოლოზ ნიკოლოზიშვილი ქ. ვიქტორიას ეწვია, სადაც საქართველოს საელჩოსა და რუმინეთის ქალაქ ვიქტორიას მერიის ერთობლივად ორგანიზებული გამოფენა გაიხსნა. გამოფენა, რომელიც ქ. ვიქტორიას კულტურის სახლში მოეწყო, მიეძღვნა გამოჩენილ ქართველ არქიტექტორ ლონგინოზ სუმბაძეს (1908-1984), რომლის მიერ დაპროექტებული N209 ტიპის ათეულობით სახლი დღესაც დგას რუმინულ ქალაქში.
დღეს საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის კომისიების ექსპერტთა შეხვედრის მეორე ეტაპი დაიწყო, რომლის ფარგლებში ორი ქვეყნის კომისიების ექსპერტები მოახდენენ საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვრის ხაზის დარჩენილი მონაკვეთების (მე-15, მე-16, მე-17 (სოფელ ერისიმედის ტერიტორია), მე-18, მე-20, 22-ე და 24-მონაკვეთები)) დათვალიერებასა და გეოდეზიური აზომვითი სამუშაოების ჩატარებას.
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღეიდან, 23 სექტემბრიდან, ამერიკის შეერთებულ შტატებში ოფიციალურ ვიზიტს იწყებს.
პარლამენტში მოსამართლეობის კანდიდატების მოსმენა უპასუხისმგებლო დამოკიდებულებით იწყება, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა ეკა ბესელიამ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.