საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ახლახან გავრცელებულ ვიდეომიმართვაში ამბობს, რომ 2020 წლის არჩევნების დალოდება არ არის მიზანშეწონილი და ახლა ივანიშვილის და მისი მთავრობის წინააღმდეგ მოქმედების დროა - „წინააღმდეგობის მოძრაობის“ შექმნით, რომელშიც, სააკაშვილის თქმით, თავადაც აქტიურად არის ჩართული.
„ლეიბორისტული პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერი გიორგი გუგავა აცხადებს, რომ „ივანიშვილმა გაიფორმა რა გახარიას მთავრობა, ამით სრულიად საქართველოს განუცხადა, რომ ის მზადაა „სისხლით და მახვილით“ შეინარჩუნოს ძალაუფლება“.
საქართველოს პარლამენტის მიერ მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების შემდეგ შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა მედიასთან განაცხადა, რომ უწყებაში, რომელიც მისთვის კარგად არის ნაცნობი, ძირეულ საკადრო ცვლილებებს არ გეგმავს.
საქართველოს პარლამენტის მიერ მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების შემდეგ პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ მედიასთან განაცხადა, რომ „ევროპული საქართველოს“ წევრი სერგი კაპანაძე არის ჩვეულებრივი ქართველი გავრილოვი, რომელიც პარლამენტში „იჯდა მიკროფონთან და უყურებდა ბატონი გიგა ბოკერია როდის მისცემდა ბრძანებას, რომ ღილაკისთვის დაეჭირა ხელი და გაეთიშა“.
საქართველოს პარლამენტმა მთავრობას ნდობა გამოუცხადა. უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში რამდენიმედღიანი მოსმენებისა და განხილვების შემდეგ დეპუტატებმა პრემიერ მინისტრის პოსტზე წარდგენილ გიორგი გახარიას და მის მინისტრთა კაბინეტს, წარმოდგენილს მინისტრობის ორი ახალი კანდიდატით - ირაკლი ღარიბაშვილი და ვახტანგ გომელაური - თავდაცვის და შინაგან საქმეთა მინისტრები, შესაბამისად - 98 ხმით მხარი დაუჭირეს. ოპოზიციას კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია.
პარლამენტთან მომხდარ ინციდენტს, რომლის დროსაც „პატრიოტთა ალიანსის“ წევრი, დეპუტატი ემზარ კვიციანი აქცია „სირცხვილიას“ აქტივისტებს, რომლებიც მას „მონას“ უძახდნენ, სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებს, „ლეიბორისტული პარტიის“ თავმჯდომარე, შალვა ნათელაშვილი ეხმაურება.
„სულ ცოტა დრო რჩება, სანამ ქართველი ხალხი დაიბრუნებს ამ დარბაზს... იმაზე მალე შემოვა ქართველი ხალხი საქართველოს პარლამენტში, ვიდრე თქვენ ყველაზე კოშმარულ სიზმარში წარმოგიდგენიათ“, ასე მიმართა „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ საპარლამენტო უმრავლესობას პარლამენტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.
„ივანიშვილის ხელისუფლებას კეფაში ესმის ქართველი ხალხის სუნთქვა და რა თქმა უნდა, ძალიან მალე ქართველი ხალხი დაიბრუნებს თავის ქვეყანას და გადადგამს ივანიშვილის ხელისუფლებას იქ, სადაც უნდა გადაიდგას“, - განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ პარლამენტში მისვლის შემდეგ, ჟურნალისტებთან საუბრისას.
აქცია „სირცხვილიას“ აქტივისტებსა და „პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთ ლიდერს, ემზარ კვიციანს შორის დაპირისპირებას ჰქონდა ადგილი. დეპუტატმა აქტივისტებს აგინა და ფიზიკური შეურაცხყოფაც მიაყენა.
აქცია „სირცხვილიას“ მონაწილეებმა პარლამენტთან ცხვრები მიიყვანეს და ასე გამოხატეს უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში მიმდინარე ახალი მინისტრთა კაბინეტის დამტკიცების პროცესი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.