ისეთი აღიარებული, საყოველთაო, საკვანძო საკითხები, რომელსაც ფასეულობების დონეზე, საქართველოს არც ერთი მოქალაქე კითხვის ნიშნის ქვეშ არ აყენებს, სიცრუის საშუალებით დგება კითხვის ნიშნის ქვეშ, მაგალითად ოკუპაცია, და ის ადამიანები, რომლებიც პასუხისმგებლობას, მდუმარე პასუხისმგებლობას მაინც უნდა გრძნობდნენ ამ ოკუპაციაზე, მოგვიწოდებენ და ბრალს გვდებენ ჩვენ ამ ოკუპაციის შეფასებაში, რაც რა თქმა უნდა, არის მიუღებელი, - განაცხადა პრემიერ მინისტრობის კანდიდატმა, გიორგი გახარიამ პარლამენტში თავისი პროგრამის ძირითადი მიმართულებების წარდგენისას.
ყველა სახის კორუფციასთან ბრძოლა იქნება პრიორიტეტი ჩვენი მთავრობისთვის, - განაცხადა პრემიერ მინისტრობის კანდიდატმა, გიორგი გახარიამ პარლამენტში თავისი პროგრამის ძირითადი მიმართულებების წარდგენისას.
„ნაციონალურმა მოძრაობამ“ ბოიკოტის რეჟიმი შეწყვიტა და პარლამენტში მთავრობის დამტკიცების შესახებ მიმდინარე სხდომაზე დასწრების გადაწყვეტილება მიიღო.
როგორც კი აქცია გახდა ძალადობრივი, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება მითითებით, რომ დაეტოვებინათ პარლამენტის ტერიტორია, - განაცხადა პრემიერ მინისტრობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ ფრაქციის ფორმატში მთავრობის შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხის განხილვისას.
ბოლო დროს საოკუპაციო ხაზთან განვითარებული უკანონო და პროვოკაციული მოვლენების ფონზე, როგორიც იყო ხელოვნური ბარიერების აღმართვა საქართველოს მოქალაქეების დაკავება, თუ საოკუპაციო ხაზთან ძალების მობილიზება, რასაც თან სდევდა ულტიმატუმების წაყენება და უსაფუძვლო ბრალდებები საქართველოს ხელისუფლების მიმართ — საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოხატავს განსაკუთრებულ შეშფოთებას საოკუპაციო რეჟიმის ძალების მიერ სოფელ ჩორჩანას სიახლოვეს მდებარე მაღლობის დაკავების, ე.წ. „საზღვრის“ ნიშნის განთავსების და ე.წ. საგუშაგოს განლაგებისთვის სამუშაოების დაწყების გამო, - საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს.
პოლიციელის მკვლელობაში ბრალდებული პირის შეწყალების თაობაზე განმარტებას აკეთებს საქართველოს პრეზიდენტი. „ფეისბუქით“ გავრცელებულ განცხადებაში სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ „შეწყალების აქტმა, რომელიც მიღებული იყო სრულიად გულწრფელად და ჩემი პასუხისმგებლობის ქვეშ, საზოგადოებაში დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია“.
ეს შეიძლება იყო „გავრილოვის დღე“, თუმცა ეს იყო ერთმნიშვნელოვნად „პარლამენტის შენობის შტურმის ღამე“ და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს ტერმინი დავამკვიდროთ, - განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ ფრაქციის ფორმატში მთავრობის შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხის განხილვისას.
ბატონო გიორგი, „ნაცმოძრაობას“ თუ ამთავრებთ, დაამთავრეთ, ან მე დამნიშნეთ მთავარ პროკურორად და ნახავთ, როგორ დავამთავრებ, - ასე მიმართა პრემიერ მინისტრობის კანდიდატ გიორგი გახარიასა და მინისტრობის კანდიდატების ფრაქცია „პატრიოტთა ალიანსი და სოციალ-დემოკრატების“ წევრებთან შეხვედრაზე სხდომის წამყვანმა, ირმა ინაშვილმა.
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) საკრებულოების შუალედური არჩევნები დანიშნა. მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოს 2017 წლის 21 ოქტომბრის არჩევნების მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით ლაგოდეხის, ადიგენისა და მარტვილის მუნიციპალიტეტების საკრებულოების შუალედური არჩევნები მიმდინარე წლის 27 ოქტომბერს გაიმართება. შუალედური არჩევნები ჩატარდება ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის აფენის თემში, ადიგენის მუნიციპალიტეტის არლის თემსა და მარტვილის მუნიციპალიტეტის კიწიის თემში. შესაბამისი განკარგულება კომისიის წევრებმა დღეს გამართულ სხდომაზე მიიღეს. არჩევნები ჩატარდება 7 საარჩევნო უბანზე, სადაც საერთო ჯამში 6776 ამომრჩეველია რეგისტრირებული, - ინფორმაციას ცენტრალური საარჩევნო კომისია ავრცელებს.
როგორმე მაკო გომურს პირადად გავცემ ყველა შეკითხვაზე პასუხს, - განაცხადა პრემიერ მინისტრობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ მაკო გომურის წერილის საპასუხოდ, რომელიც ელენე ხოშტარიამ წაიკითხა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.