საქართველოს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის მტკიცე და ურყევ პრიორიტეტად ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია რჩება, - განაცხადა თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი ღარიბაშვილმა ოთხი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე პროგრამის წარდგენისას.
ივანიშვილის ბედი, ფაქტობრივად, გადაწყვეტილია, რევოლუცია მოხდება, ჭკუაზე მოვიდნენ, - განაცხადა გაერთიანებული ოპოზიციის წევრმა მურმან დუმბაძემ ტელეკომპანია „კავკასიის“ ეთერში საუბრისას.
დღესვე უნდა დავიწყოთ ყველა სახის იარაღის წარმოება, ბირთვულის გარდა, ჩვენ ამას შევძლებთ, - განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტის ოთხი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე.
საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, ვახტანგ მახარობლიშვილმა სლოვენიაში ბლედის სტრატეგიულ ფორუმზე, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში დეზინფორმაციული კამპანიების გავლენასთან დაკავშირებულ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა. დისკუსიისას ევროკომისიიდან, ლატვიიდან, მოლდოვადან, რუმინეთიდან, შეერთებული შტატებიდან, ჩეხეთიდან მიწვეულმა მთავრობის წარმომადგენლებმა და ექსპერტებმა მიიღეს მონაწილეობა.
თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი ღარიბაშვილმა გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე გამოსვლისას „ნაციონალური მოძრაობა“ და პარტია „გირჩი“ სახელმწიფოს ძირგამომთხრელ საქმიანობაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ „გირჩის“ მიერ გაცემული მღვდელმსახურის მოწმობები, რომელიც ახალგაზრდებს სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევისგან აზღვევს, „ძირგამმომთხრელი“ და მომავალი თაობის დეგრადაციის გამომწვევია.
„უნგრეთის პრეზიდენტის ვიზიტი უაღრესად მნიშვნელოვანი და სასარგებლო იქნება ორივე მხარისთვის, ვიზიტის შედეგად დაიგეგმება თანამშრომლობის გაღრმავების მიმართულებები“- განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელმა ალექსანდრე ხვთისიაშვილმა თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში უნგრეთის პრეზიდენტის დახვედრის ოფიციალური ცერემონიის ფარგლებში.
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში უნგრეთის პრეზიდენტის იანოშ ადერის ოფიციალური დახვედრის ცერემონია გაიმართა.
ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმმა სოფელ ჩორჩანას სიახლოვეს ე.წ. სასაზღვრო ნიშანი დაამონტაჟა. მათი განმარტებით, ეს ნაბიჯი მათ „ქართული მხარის პროვოკაციების საპასუხოდ გადადგეს“.
პარლამენტში დღეს ძალოვანი მინისტრობის კანდიდატებს მოუსმენენ. კანონმდებლები თავდაცვის, იუსტიციის, შინაგან საქმეთა და შერიგებისა და თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრობის კანდიდატებს ელოდებიან.
ღარიბაშვილი არასდროს არ შეასრულებს გახარიას დავალებას, - განაცხადა დამოუკიდებელმა დეპუტატმა ლევან გოგიჩაიშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.