„ევროპული საქართველო“ დღეს აქ არ ზის იმიტომ, რომ - ბოდიშს ვიხდი ამ სიტყვაზე - ნიკა მელიას ტრა...-ით აკეთებდნენ ამ ყველაფერს იმ დღეებში და ისინი დღეს არ ზიან და ნიკა მელია მათ დღეს მიატოვეს“, განაცხადა „ქართული ოცნების“ ყოფილმა წევრმა, დეპუტატმა ბექა ნაცვლიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარის, დეპუტატ ნიკა მელიასთვის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის შესახებ პატიმრობის გამოსაყენებლად გენერალური პროკურატურისთვის თანხმობის მიღების წინადადებას უნდა ეყაროს კენჭი.
მე ვარ დღეს ამაყი, მაგრამ თქვენ არ ხართ ამაყები, ასე მიმართა ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, დეპუტატმა ნიკა მელიამ საპარლამენტო უმრავლესობას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც მისთვის სადეპუტატო მანდატის შეჩერების საკითხზე გადაწყვტილება უნდა მიიღონ.
ან თავდებში დავუდგებით დეპუტატები ნიკა მელიას ან შიდა პატიმრობა იყოს. ის არის ჩვენი კოლეგა და ეს ისტორიაში ჩაიწერება, რომ მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრებმა ის გაწირეს. 55 ათასი საქმე გაქვთ გამოუძიებელი პროკურატურაში... - მიმართა „პატრიოტთა“ ალიანსის დეპუტატმა ემზარ კვიციანმა „ქართული ოცნების“ დეპუტატებს და პროკურატურას.
პარლამენტი დეპუტატ ნიკა მელიასთვის მანდატის შეჩერების საკითხზე მსჯელობს. პლენარულ სხდომას, რომელიც ამ წუთებში მიმდინარეობს, ესწრება თავად ნიკა მელია.
საქართველოს ხელისუფლება არ ყოფილა არასდროს ისეთი უსუსური, როგორიც არის დღეს, ასე მიმართა ,,ევროპული საქართველოს" წევრმა, სერგო რატიანმა პარლამენტის ბიუროს სხდომაზე უმრავლესობას.
რუს დეპუტატ სერგეი გავრილოვისთვის გასაკვირი არ არის, რომ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში აღმოჩნდა. მისი თქმით, ეს ფაქტი გამომდინარეობდა საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებიდან.
ყველაზე რთულ მდგომარეობაში ახლა ბიძინა ივანიშვილია, რომელიც საზოგადოების ნების წინააღმდეგ წავიდა, მაგრამ იძულებულია ეს გააკეთოს პუტინის დავალებით, - ასე შეაფასა ნიკა მელიამ პარლამენტის კომიტეტების გაერთიანებული სხდომის მიერ მისთვის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის შესახებ პატიმრობის გამოსაყენებლად გენერალური პროკურატურისთვის თანხმობის მიღების წინადადებისთვის მხარდაჭერას.
პარლამენტის საპროცედურო და იურიდიული კომიტეტების გაერთიანებულმა სხდომამ მრავალსაათიანი დაძაბული განხილვის შემდეგ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარის, ნიკა მელიასთვის გენერალური პროკურატურის მიერ მოთხოვნილ სადეპუტატო იმუნიტეტის მოხსნის საკითხს მხარი დაუჭირა.
პარლამენტში უმრავლესობის წევრს, მამუკა მდინარაძესა და ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელს, რომან გოცირიძეს შორის დაპირისპირება მოხდა.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას მიერ მის მიმართ შეურაცხმყოფელ ფორმებში „ფეისბუქზე“ გამოხატულ განცხადებას სოციალურ ქსელშივე გამოეხმაურა და თქვა, რომ გვარამიასნაირ „უსულო ადამიანს ვერც წარმოუდგენია, რომ როგორც ექიმი, მართლა ორმაგად განვიცდი ამ ახალგაზრდების დაკარგულ თვალებს და ყოველ ჭრილობას“.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.