„ევროპული საქართველოს“ წევრმა, აკაკი ბობოხიძემ პარლამენტში საპროცედურო და იურიდიულ საკითხთა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე, სადაც „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატის, ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნის საკითხი განიხილება, უმრავლესობის წევრებს უთხრა, რომ კარგად დაფიქრდნენ გადაწყვეტილების მიღებისას იმის შესახებ, თუ რას ფიქრობენ მიმდინარე პროცესებზე მათი შვილები.
დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებით, 20-21 ივნისს განვითარებულ მოვლენებზე პასუხისმგებლობა, როგორც მმართველ გუნდს, ასევე, ყველა იმ პოლიტიკოსს ეკისრება, რომელმაც აქციის მონაწილეებს საქართველოს პარლამენტის შენობაში შეჭრისკენ პირდაპირ მოუწოდა.
პროკურორი ამირან გულუაშვილი, რომელიც პარლამენტის იურიდიულ საკითხთა და საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტების სხდომაზე იმყოფება, ნიკა მელიას პატიმრობის მოთხოვნის ერთ-ერთ მთავარ არგუმენტად მის დიპლომატიურ პასპორტს ასახელებს.
თქვენ ხართ ივანიშვილის ,,ტროიკის" ორი წევრი, ასე მიმართა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა და საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტების სხდომაზე თინა ბოკუჩავამ ანრი ოხანაშვილსა და გიორგი კახიანს.
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა და საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტები ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატ ნიკა მელიასთვის საპარლამენტო მანდატის მოხსნის საკითხს განიხილავენ.
„არავითარი გახარია, ბიძინა ივანიშვილმა უნდა დატოვოს ეს ქვეყანა. სანამ ეს კაცი ამ ქვეყანაში იქნება, გახარიების ცვენა იქნება, არაფერი არ შეიცვლება. პრობლემა ამ ქვეყანაში არის ბიძინა ივანიშვილი“, - განაცხადა „გამარჯვებული საქართველოს“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა გუბაზ სანიკიძემ.
„მელია არ უნდა დავაჭერინოთ არც ერთ შემთხვევაში! ამოვიდა ყელში! Enough is enough!“ – წერს მიხეილ სააკაშვილი „ფეისბუქში“. ვიდეომიმართვისას კი სააკაშვილმა განაცხადა, რომ უკან დახევა ახლა არ გამოვა და „ნაციონალური მოძრაობის“ ყველა აქტივისტის მობილიზაცია უნდა მოხდეს, რათა „ამ ბოროტებმა, ამ „ბეზპრედელშჩიკმა“ ივანიშვილმა“ არ გაიმარჯვოს.
„მე მინდა, რომ გახარიას პარლამენტმა მოუსმინოს. მკაცრად ვარ ამის მომხრე, რადგან ბევრი კითხვებია და კანონმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, - ამის შესხებ მთაწმინდის მაჟორიტარული ოლქის დეპუტატმა ლადო კახაძემ შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას თემის კომენტირებისას განაცხადა.
რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე მისულმა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ „აი, ესე იწერება ეს ისტორია და ისტორია იქნება ძალიან კარგი“. მისი თქმით, დღეს პარლამენტის წინ მდგომი ადამიანები წერენ საქართველოს ისტორიას.
პარლამენტში, დეპუტატ ნიკა მელიას დაპატიმრებაზე პარლამენტის მიერ პროკურატურისთვის თანხმობის მიცემასთან დაკავშირებით, ბიუროს საგანგებო სხდომა მიმდინარეობს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.