საქართველოსა და პოლონეთის პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. სატელეფონო საუბარი ანდჟეი დუდას ინიციატივით გაიმართა. ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე საუბრისას პოლონეთის პრეზიდენტმა საქართველოს გვერდში დგომა და დახმარება აღუთქვა.
პარლამენტის შენობასთან, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციებს სოციალურ ქსელში ეხმაურება „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი.
„ნაციონალურ მოძრაობასთან“ ან მასთან ასოცირებულ პარტიებთან თანამშრომლობას ნამდვილად არასდროს განვიხილავთ, - განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში და დაამატა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ არის პოლიტიკური ძალა, რომელმაც უზარმაზარი ზიანი და ტკივილი მოუტანა ქართულ სახელმწიფოს.
„ნაციონალურმა მოძრაობამ“ იცის, რომ შეუძლებელია, პროპორციული არჩევნებით 50 პროცენტი, ან 50 პროცენტთან მიახლოებული შედეგი მიიღოს და ამიტომ სხვისი ხმების მიტაცება, ძალაუფლების მთლიანად ხელში ჩაგდება უნდა, – განაცხადა „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერმა, კახა კუკავამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „მოამბე“.
„ქართული მარშის“ ერთ-ერთი ლიდერი სანდრო ბრეგაძე აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ ყველა ნაბიჯი, რაც გადადგა წამგებიანი იყო და „სულ მალე 80-იანი წლების ბოლოს არსებულ საქართველოში მივალთ, როდესაც ნებისმიერი წვერებიანი არაფორმალი პანღურის კვრით აგდებდა რაიკომის მდივანს და კარებს უჭედავდა, აქაც წავა გამგეობების აჭედვა და გამგებლების პანღურით გამოგდება, ზოგი შესაძლოა ნაგვის ბუნკერშიც აღმოჩნდეს“.
საქართველოს პრემიერ მინისტრს მამუკა ბახტაძეს 27 ივნისს პარლამენტში მოუსმენენ, – ამის შესახებ ბიუროს დღევანდელ სხდომაზე პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, თამარ ჩუგოშილმა განაცხადა.
შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია წერილობით მიმართავს პარლამენტს და 20-21 ივნისს თბილისში, რუსთაველის გამზირზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით პლენარულ სესიაზე გამოსვლას ითხოვს.
გახარია უნდა გადადგეს, ის არის ტოქსიკური სიმძიმე, რომელიც ჩაძირავს „ქართულ ოცნებას”, აცხადებს „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა.
„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი ეხმაურება „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები პროპორციული სისტემითა და ნულოვანი ბარიერით გამართვას.
კონსტიტუციონალისტი, კოტე ჩოკორაია აცხადებს, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით და ნულოვანი საარჩევნო ბარიერით ჩატარება ნიშნავს იმას, რომ პოლიტიკური პარტია, რომელიც შეძლებს ამომრჩეველთა ხმების 0.7% ის აღებას, 150 კაციან უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში მოხვდება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.