პოლიტიკა

თბილისის სააპელაციო სასამართლოში ე.წ. ფოტორეპორტიორების საქმის განხილვაზე,  ვაჟთან ერთად, საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი მივიდა.

სრულად...

მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს, საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში. ჩვენ მოხარულნი ვართ ვიხილოთ თქვენი, როგორც აღმოსავლეთ პარტნიორობის ძლიერი ქვეყნის ეკონომიკის აყვავება. ვფიქრობ, ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება, ასოცირების შესახებ შეთანხმება, ასევე  მომავალში აღმოსავლეთ პარტნიორობა+, დაეხმარება თქვენს ქვეყანას ეკონომიკურ სტაბილურობაში. ჩვენ უპირობოდ ვუჭერთ მხარს თქვენს გრძელვადიან ევროპულ მისწრაფებებს. ვიზალიბერალიზაცია, რომელიც ძალაში შევიდა ა.წ. მაისიდან ასევე ეხმარება აღნიშნულ პროცესს", განაცხადა ევროპარლამენტარმა ჩარლზ ტანოკმა ბრიუსელში, ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე.

სრულად...

ბრიუსელში, ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე ევროპარლამენტარმა, ანდრეს მამიკინსმა საქართველოს მთავრობის მიერ გაწეული ძალისხმევა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებისთის შესაძლებლობების გახსნის კუთხით, დადებითად შეაფასა.

სრულად...

ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუ, ბუნებრივია, იყო კრიტიკული, მაგრამ ამავე დროს - ობიექტური, - ასე შეაფასა საქართველოს პრემიერ მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ პარტია „ქართული ოცნების" თავმჯდომარის ინტერვიუ.

სრულად...

2012 წლიდან, მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნება” ხელისუფლებაშია, ყველა არჩევნები უმაღლეს დონეზე ჩატარდა და „ქართული ოცნება”‘ გახლავთ იმის გარანტი, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურიც უმაღლესი სტანდარტების დაცვით ჩატარდება, განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ბრიუსელში ქართველი ჟურნალისტების მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ.

სრულად...

პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე და „შენების მოძრაობის“ ლიდერი დავით უსუფაშვილი „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ სალომე ზურაბიშვილის შვილის მიერ გრიგოლ ვაშაძის შვილის დებატებში გამოწვევას გამოეხმაურა.

სრულად...

საქართველოს პრემიერ მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ქართველ ჟურნალისტებს ბრიუსელში, ვიზალიბერალიზაციის პროცესის კითხვის ნიშნის ქვეშ შესაძლო დადგომის კომენტირებისას განუცხადა, რომ დღევანდელი დღე ადასტურებს იმას, რომ საქართველო არის ყველაზე წარმატებული ქვეყანა ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე, მაგრამ რა თქმა უნდა, ჩვენს თითოეულ მოქალაქეს უნდა ჰქონდეს იმის განცდა, რომ ჩვენ ამ სიკეთით, როგორიც არის ვიზალიბერალიზაცია, უნდა ვისარგებლოთ მაქსიმალური პასუხისმგებლობის გრძნობით.

სრულად...

ზაზა ოქუაშვილი ბიზნეს რეკეტით დაკავებული ყველა პირის დასჯას ითხოვს. „ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებელი ამბობს, რომ პირველ რიგში ეს უნდა იყოს ბიძინა ივანიშვილი, მაგრამ იმ პირობებში როდესაც შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარიაა, ეს ვერ მოხდება.

სრულად...

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარის ნიკანორ მელიას მიერ ამომრჩეველთა ერთიან სიასთან დაკავშირებით ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) მიმართ გაჟღერდა  უსაფუძვლო ბრალდება და გავრცელდა მცდარი ინფორმაცია.

სრულად...

„ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებელი ზაზა ოქუაშვილი აცხადებს, რომ ტელეკომპანია „იმედზე“ ბიზნესმენის ინტერვიუ უნდა გასულიყო. როგორც დაგეგმილი იყო, ბიზნესმენს ტელეკომპანიის ეთერში განცხადება 27 ოქტომბერს უნდა გაეკეთებინა, ტექსტი კი წინასწარ იყო განსაზღვრული. 

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი