საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ეხმაურება „რუსთავი 2"-ის მიერ ბიზნესმენ თამაზ ელიზბარაშვილის ოჯახის სახელით გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, ბანკ „ქართუს“ წარმომადგენლებმა ბიზნესმენებს 10 დეკემბრამდე 20 მილიონი ლარი მოსთხოვეს.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი კოვზანაძე აფასებს მთავრობის ინიციატივას, რომლის მიხედვითაც, მოქალაქეებს საბანკო დავალიანებები უნულდებათ.
საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი დიმიტრი ცქიტიშვილი ეხმაურება სავარაუდოდ, მიხეილ სააკაშვილისა და გიორგი ვაშაძის სატელეფონო საუბრის ჩანაწერს, რომელიც უკრაინულ ვებგვერდ zdes.com.ua-ზე გამოქვეყნდა.
„ოქუაშვილს თემა არის დახურული. ეს იყო გვარამიას ნაკლებადინტელექტუალურ გონებაში მოხარშული მარტივი სცენარი. შკლიაროვს თავისი ნიკა გვრამიათი და ნაცმოძრაობით ყველა სცენარი ჩაუვარდა“, განაცხადა ტვ „პირველის“ თოქშოუში „რეაქცია“ პარლამენტის თავმჯდომარემ, „ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ.
პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ციხეში შესვლის პროცედურებს კიდევ ერთხელ განმარტავს და აცხადებს, რომ უმრავლესობის დეპუტატი ვიქტორ ჯაფარიძე კვირა დღეს ციხეში, მირზა სუბელიანთან მისი ნებართვით შევიდა.
„სააკაშვილი, ვაშაძე, შკლიაროვი პირდაპირ საუბრობენ იმაზე, რომ ისინი აპირებენ რევოლუციას მეორე ტურის შემდეგ. ისინი გვიანონსებენ რევოლუციას საკუთარი პირით და საკუთარი სიტყვებით, ფარული მოსმენა არ არის საჭირო“, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ.
„სააკაშვილი რუსულ ინტერესებს ატარებდა 2008 წელს და იმავეს აკეთებს დღესაც. მთელი უბედურება რაც რუსეთის სასარგებლოდ საქართველოში დატრიალდა, სააკაშვილის რეჟიმის პირობებში მოხდა“, განაცხადა ტვ „პირველის“ თოქშოუში „რეაქცია“ პარლამენტის თავმჯდომარემ, „ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ.
„იმ პირობებში, როდესაც პრეზიდენტს არ აქვს აღმასრულებელი კომპეტენციები მინიჭებული, მას ვერ ექნება პროგრამა, მას ვერ ექნება დაპირებები, ასეთ პირობებში შეუძლებელია ჯანსაღი საარჩევნო კამპანიის წარმართვა. მე შარშან ვამბობდი, რომ 2018 წლის საპრეზიდენტო კამპანია იქნებოდა ამის საუკეთესო დასტური და აუცილებლად იქნებოდა აგებული პერსონალურ შეურაცხყოფაზე, აგრესიასა და სიძულვილზე, ეს იყო გარდაუვალი“, განაცხადა ტვ „პირველის“ თოქშოუში „რეაქცია“ პარლამენტის თავმჯდომარემ, „ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ.
უკრაინული ვებგვერდი zdes.com.ua აუდიოჩანაწერს ავრცელებს, სახელწოდებით „სააკაშვილის ახალი რევოლუცია“.
პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ პარტია „ქართული ოცნება" სრულიად იზიარებს იმ ბილბორდების პათოსს, სადაც ყოფილი ხელისუფლების წევრების ფოტოებია გამოსახული წარწერით: „არა ნაცებს", „არა ბოროტებას".
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.