პოლიტიკა

10 წლის მანძილზე, ყველა ჩატარებულ კვალიფიციურ სოციოლოგიურ გამოკითხვაში, საქართველოს მოქალაქეების 70%-ზე მეტს მიაჩნია, რომ - „საქართველო არასწორი მიმართულებით ვითარდება"! საქართველოს მოსახლეობის ამ მოსაზრებას (გზავნილს), როგორც წინა ისე ამჟამინდელი ხელისუფლება აიგნორირებ(ს)და! 

სრულად...

„საზოგადოებამ მოგვცა კონკრეტული მინიშნებები, ეს მინიშნებები უნდა გავითვალისწინოთ და ამის შესაბამისად ვიმოქმედოთ“ - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა. მისი თქმით, არის ბევრი საკითხი, რომელთან დაკავშირებითაც საზოგადოება მგრძნობიარეა. 

სრულად...

„ინფორმაცია იმის თაობაზე, თითქოს ონში მომხდარ ინციდენტში მონაწილეობდნენ „ქართული ოცნების“ აქტივისტები ან წევრები, არის ტყუილი“, განაცხადა „ტვ პირველის“ თოქშოუში „რეაქცია“ პარლამენტის თავმჯდომარემ, „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ.

სრულად...

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დიმიტრი ხუნდაძე  არჩევნების მეორე ტურის წინ ვითარებას აფასებს და  აცხადებს, რომ  საზოგადოებამ კარგად უნდა გაიაზროს  მოსალოდნელი საფრთხეები, რადგან „ნაცმოძრაობა" წაგებული პოზიციიდან მოქმედებს და ყველაფერზეა წამსვლელი".

სრულად...

მინდა გამოვეხმაურო ბატონი ნიკა მელიას დღევანდელ ყოვლად ამორალურ განცხადებას. თუ წარსულში „ნაციონალური მოძრაობის" სავიზიტო ბარათი იყო დიქტატურა, სისასტიკე, ბოროტება, უკვე ოპოზიციაში ყოფნის დროს, მათი სავიზიტო ბარათი გახდა ტყუილი, აცხადებს საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე.

სრულად...

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე, დეპუტატმა დავით ჭიჭინაძემ განაცხადა, რომ ლადო გურგენიძემ და რომან გოცირიძემ აღიარეს, რომ ბანკებს არაპროფილური საქმიანობა დააწყებინეს, გურგენიძემ პრემიერობის დროს, გოცირიძემ კი, ეროვნული ბანკის მმართველობის დროს.

სრულად...

საქართველოს ისტორიაში ეს ერთ-ერთი ყველაზე დემოკრატიული არჩევნებია, განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა.

სრულად...

მმართველი პარტიის მიერ მხადაჭერილი პრეზიდენტობის კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი გორში ფერმერებს შეხვდა.

სრულად...

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარის, ნიკა მელიას განცხადებით, ქალაქ ონში გაერთიანებული ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი ნოდარ ბურდილაძე „ქართული ოცნების“ აქტივისტებმა, კახა ისაკაძემ და გია მეტრეველმა დაჭრეს.

სრულად...

თბილსის მერი, პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" გენერალური მდივანი პრემიერ მინისტრ მამუკა ბახტაძის ბრიუსელში ვიზიტს გამოეხმაურა.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი