პოლიტიკა

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე პრეზიდენტობის კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის მიერ მიცემულ  ინტერვიუსთან დაკავშირებით ჟურნალისტებს უპასუხა.

სრულად...

ლევან ვასაძე რუსეთის დასავლეთთან სრული სამხედრო კონფრონტაციის საფრთხეზე აკეთებს განცხადებას და ამბობს, რომ რელიგიურ ნიადაგზე, რაც კონსტანტინოპოლის ეკლესიის პატრიარქის, ბართლომეს მიერ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიისათვის ავტოკეფალიის მინიჭების თაობაზე ცოტა ხნის წინათ გაცხადებულ საკითხს უკავშირდება, კიევში რუსული სამხედრო ძალების შეჭრისა და ამის შემდეგ ამგვარი ქმედების უკვე საქართველოში, სომხეთსა თუ აზერბაიჯანში განხორციელების საფრთხე რეალურია.

სრულად...

თითოეულ ჩვენთაგანს ერთი საერთო პასუხისმგებლობა და მიზანი გვაერთიანებს - ეს არის ჩვენი ქვეყნის უკეთესი ხვალინდელი დღე. ამის მისაღწევად ძლიერი და ეფექტური გადაწყვეტიელბის მიღების გარდა, გაგვაჩნია სხვა ვალდებულებაც - დავაკვირდეთ და შევაფასოთ ნებმისმიერი ისეთი მოვლენა და პოზიცია, რაც ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურ, თუ საზოგადოებრივ ცხოვრებაში ხდება, აცხადებს რატი იონათამიშვილი.

სრულად...

მე ვფიქრობ, ზაზა ოქუაშვილი მძიმე მდგომარეობაშია და მას დაცვის ერთადერთ საშუალებად დარჩა სკანდალური განცხადებების გაკეთება, რომელსაც ადვილად აიტაცებენ ხოლმე და საზოგადოების შეცდომაში შეყვანაზეა მთელი ორიენტაცია გადასული, აცხადებს უმრავლესობის წევრი გიორგი ვოლსკი.

სრულად...

"ყველა მონაცემებით სალომე ზურაბიშვილი ლიდერობს და მისი გამარჯვება 28 ოქტომბერს არის გარდაუვალი“, - ასე გამოეხმაურა უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე "რუსთავი 2"-ის დაკვეთით, "ედისონ რისერჩის" მიერ ჩატარებულ კვლევას, სადაც 26 პროცენტით "ძალა ერთობაშია"-ს საპრეზიდენტო კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე ლიდერობს, ხოლო დამოუკიდებელ კანდიდატს, სალომე ზურაბიშვილს კი 14%-იანი მხარდაჭერა აქვს.

სრულად...

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე „რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას განცხადებას ეხმაურება და ამბობს, რომ „წარმოუდგენელია და შეუთავსებელია თავისუფლებასთან, დემოკრატიასთან, როცა ტელევიზიის დირექტორი საზოგადოებას ადამიანის შევიწროებისკენ, დევნისკენ მოუწოდებს". 

სრულად...

პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებას „რუსთავი 2"-ის გენერალურ დირექტორთან და არასამთავრობო სექტორთან დაკავშირებით, მისივე თანაგუნდელი გიორგი ვოლსკი „პოზიციის გამოხატვას" უწოდებს და აცხადებს, რომ პარტია არ აპირებს თავისი პოზიციები საზოგადოებას არ გაუზიაროს.პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებას „რუსთავი 2"-ის გენერალურ დირექტორთან და არასამთავრობო სექტორთან დაკავშირებით, მისივე თანაგუნდელი გიორგი ვოლსკი „პოზიციის გამოხატვას" უწოდებს და აცხადებს, რომ პარტია არ აპირებს თავისი პოზიციები საზოგადოებას არ გაუზიაროს.

სრულად...

პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" აღმასრულებელი მდივანი, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე „რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას განცხადებას „ქართული ოცნების" მიერ მხარდაჭერილ საპრეზიდენტო კანდიდატთან, სალომე ზურაბიშვილთან დაკავშირებით, ფაშისტურს უწოდებს.

სრულად...

ჩვენი შიდა კვლევებით, სალომე ზურაბიშვილი დამაჯერებლად იგებს საპრეზიდენტო არჩევნებს პირველივე ტურში და გრიგოლ ვაშაძე მეორე ადგილზეც კი შეიძლება ვერ გავიდეს, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ამ წუთას მიმდინარე ბრიფინგზე „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის სოციალურ ქსელში რამდენიმე დღის წინ გავრცელებული განცხადების საპასუხოდ. მან გვარამიას განცხადებას ფაშისტური უწოდა.

სრულად...

თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა, რომ შესაბამისი სამსახურები ყველაფერს გააკეთებენ, რათა საოკუპაციო ხაზთან დაკავებულები გათავისუფლდნენ.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი