„დამარქვეს რასისტი და ქსენოფობი, რაც არის შეურაცხყოფა არა მხოლოდ ჩემთვის, არამედ თუნდაც იმ ქვეყნისთვის, რომელსაც წარმოვადგენდი 30 წლის მანძილზე და რომელმაც ღირსების ორდენი მომანიჭა“, განაცხადა დამოუკიდებელმა და „ქართული ოცნების“ მიერ სრულად მხარდაჭერილმა საპრეზიდენტო კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა.
„თავისუფალი საქართველოს” თავმჯდომარე, საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი კახა კუკავა პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებებს ეხმაურება.
თბილისის მერი, „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი კახა კალაძე აცხადებს, რომ გარკვეული არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან „არაფერი არ უნდა გაგვიკვირდეს არც ჩვენ და არც საზოგადოებას, რადგან ძირითადად „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ არიან შექმნილი, მათი ხელდასმულები არიან და დღეს ან ხიბლში არიან, ან ვალში“.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებას „ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი და პრეზიდენტობის კანდიდატი შალვა ნათელაშვილი ეხმაურება.
„დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე პარლამენტის თავმჯდომარეს აკრიტიკებს და მიიჩნევს, რომ ირაკლი კობახიძე „ასეთი გააფთრებული არ უნდა იყოს ჩართული ე.წ. დამოუკიდებელი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო კამპანიაში“.
„ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის დღევანდელ განცხადებას ეხმაურება და ამბობს, რომ იმ ფრაზების გამო, რასაც კობახიძე პოლიტიკური ოპონენტების მისამართით იყენებს, მოუწევს „პასუხის გაცემა".
„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, დეპუტატი გიგა ბოკერია ფიქრობს, რომ საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის გამართვის საჭიროება იქნება და მეორე ტურში, ბოკერიას პროგნოზით, მათი ფავორიტი კანდიდატი, დავით ბაქრაძე გაიმარჯვებს, სალომე ზურაბიშვილი კი შესაძლოა, მეორე ტურის მიღმაც კი დარჩეს.
„სიღნაღი ერთი დიდი ოჯახია და ამ ოჯახში მოლაპარაკებული და გადაწყვეტილი, იქვე გადაწყვეტილია და ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ქალბატონ სალომეს ვუჭერთ მხარს“, განაცხადა „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ირაკლი შიოლაშვილმა სიღნაღში, სალომე ზურაბიშვილის მოსახლეობასთან შეხვედრაზე.
მე მჯერა, რომ სალომე ზურაბიშვილი იქნება საუკეთესო პრეზიდენტი, აღნიშნული განცხადება „ქართული ოცნების" მიერ მხარდაჭერილი პრეზიდენტობის კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის სიღნაღში ამომრჩეველთან შეხვედრისას, ჯანდაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ გააკეთა.
საქართველოს დამოუკიდებელი საპრეზიდენტო კანდიდატი, სალომე ზურაბიშვილი რეგიონებში მოსახლეობასთან წინასაარჩევნო შეხვედრებს განაგრძობს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.