კახეთის რეგიონს აქვს ბევრი პოტენციალი, ერთ-ერთი არის ტურიზმი, მაგრამ თავისი ძალიან სპეციფიკური ფორმის ტურიზმი - ეს განცხადება პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა ახმეტის მუნიციპალიტეტში ამომრჩევლებთან შეხვედრაზე გააკეთა.
პუბლიცისტმა თაკო ჩარკვიანმა მცხეთაში, სადაც გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშია“-ს პრეზიდენტობის კანდიდატის გრიგოლ ვაშაძის მოსახლეობასთან შეხვედრა იმართებოდა, განაცხადა რომ ჩვენ უნდა შევეჩვიოთ ერთ რაღაცას, რომ არ არის ის ღვაწლმოსილი ხალხი მხოლოდ საქართველო.
„ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ დავტოვო საქართველო, გავიქცე, მაგრამ ისინი ამას ვერ მოესწრებიან, განაცხადა პაატა ბურჭულაძემ მცხეთაში, გრიგოლ ვაშაძის მხარდამჭერების წინაშე სიტყვით გამოსვლისას.
„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი და პრეზიდენტობის კანდიდატი შალვა ნათელაშვილი ბიძინა ივანიშვილის პასუხისგებაში მიცემას ითხოვს. ნათელაშვილის თქმით, სწორედ ამის შემდეგ იტყვიან მისი ხელქვეითები სიმართლეს აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით.
ყოველდღიურად სტაბილურობის სადარაჯოზე ვიდგები, ეს ჩემი საპრეზიდენტო ვალდებულება იქნება, რასაც შევასრულებ, – ამის შესახებ პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა ახმეტის მუნიციპალიტეტში ამომრჩევლებთან შეხვედრაზე განაცხადა.
მე ვიქნები ტოლერანტობის, მრავალფეროვნების პრეზიდენტი, – ამის შესახებ პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა ახმეტის მუნიციპალიტეტში ამომრჩევლებთან შეხვედრაზე განაცხადა.
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა შეერთებულ შტატებში სამუშაო ვიზიტისას „ამერიკის ხმისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილის „ფარდის მიღმიდან“ გამოსვლა და პარტიის თავმჯდომარის როლში დაბრუნება დადებითი ფაქტია, მაგრამ მისი აზრით, ეს საკმარისი არ არის პოლიტიკური პროცესების ჯანსაღი განვითარებისათვის, რადგან „ასეთივე ძლიერი ლიდერები ჰყავდათ სხვა პარტიებსაც“ და თუ საქართველოში ერთპარტიული სისტემა არ შეიცვალა, ისე ქვეყნის დემოკრატიული განვითარება შეფერხდება.
„ქართული ოცნების“ დეპუტატმა, გელა სამხარაულმა „ქართული ოცნების“ მახრდაჭერილი დამოუკიდებელი საპრეზიდენტო კანდიდატი სალომე ზურაბიშვილის ახმეტის ამომრჩეველთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ ზურაბიშვილი იქნება პრეზიდენტი, რომელიც ჩვენს ქვეყანაში შემოიტანს ევროპას.
„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა და პრეზიდენტობის კანდიდატმა შალვა ნათელაშვილმა ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ ყველას გვექნება თანაბარი აწმყო და ბედნიერი მომავალი, თუ ჩვენს ძალებს გავაერთიანებთ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.