„ქართული ოცნების“ მახრდაჭერილი დამოუკიდებელი საპრეზიდენტო კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი რეგიონებში მოსახლეობასთან წინასაარჩევნო შეხვედრებს განაგრძობს. დღეს, სალომე ზურაბიშვილი კახეთის რეგიონში- ახმეტაში, თელავსა და ლაგოდეხში მცხოვრებ მოსახლეობას ხვდება.
„ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი და პრეზიდენტობის კანდიდატი დავით ბაქრაძე სამცხე-ჯავახეთსა და ქვემო ქართლში მომუშავე ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიასაშუალებების წარმომადგენლებს შეხვდა და დისკუსიის ფარგლებში გააცნო საარჩევნო პროგრამის პრიორიტეტები და საკუთარი ხედვები.
ჩხოროწყუს პოლიციის უფროსი თანამდებობიდან გადადგა. ჯუმბერ იზორიამ პოსტი საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა.
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა შეერთებულ შტატებში სამუშაო ვიზიტისას „ამერიკის ხმისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ მისთვის პრეზიდენტობის პერიოდში ყველაზე მთავარი საკითხები, რაზეც ის 5-წლიანი მმართველობისას ყველაზე მეტ ყურადღებას ამახვილებდა, პიროვნული თავისუფლების დაცვის უზრუნველყოფა და ქვეყნის სახელმწიფოებრიობის, მისი სუვერენიტეტის განმტკიცება იყო.
კახი კალაძე მერი გახდა დაპირებით -„სიცოცხლით სავსე ქალაქი”, ამ დაპირების შესრულება არის თითოეული ჩვენგანის ოცნება და ვხედავთ, რომ ეს დაპირება დღიდან დღემდე, დღითი დღე სრულდება,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ „თბილისობის“ დღესასწაულთან დაკავშირებით, დედაქალაქის მერის, კახა კალაძის სახელით გამართულ მიღებაზე განაცხადა.
პოეტი დავით მაღრაძე საპრეზიდენტო არჩევნებში მხარს სალომე ზურაბიშვილს უჭერს. მაღრაძემ შაბათის „ქრონიკაში“ განაცხადა, რომ პრეზიდენტად ჯობს ევროპელი ავირჩიოთ და არა ის ვინც აჟიტირებულად ევროპელობს.
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა „ამერიკის ხმისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განმარტა, თუ რატომ თქვა უარი საპრეზიდენტო არჩევნებში მეორე ვადით კენჭისყრაზე.
სალომე ზურაბიშვილის გაპრეზიდენტების შემთხვევაში საქართველოსთვის აპოკალიფსურ სურათს ხატავს ამერიკის შეერთებულ შტატებში მოღვაწე პროფესორი, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მტკიცე მხარდამჭერი დოდონა კიზირია.
ბრიუსელში გამართულ ნატოს თავდაცვის მინისტერილიდან რამდენიმე დღის შემდეგ, ალიანსის გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა მინისტერიალის ფარგლებში ჩატარებული ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა დადებითად შეაფასა.
„შენების მოძრაობის“ ლიდერმა და საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატმა, დავით უსუფაშვილმა სალომე ზურაბიშვილის შესახებ განაცხადა, რომ ქალბატონი სალომე არ არის თანაბარ პირობებში იმიტომ, რომ ის უპირატეს პირობებშია.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.