საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, დავით დონდუამ ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილესთან, როუზ გიოტმიოლერთან შეხვედრა გამართა.
„საქმე ისე მიდის, რომ მეორე ტური აუცილებლად იქნება, მაგრამ პრობლემა ისაა, ზურაბიშვილი გავა თუ ვერა მეორე ტურში. თუ ამომრჩეველი მივიდა არჩევნებზე, შესაძლოა, იგი მეორე ტურში ვერ გავიდეს, თუ მანამდე „ქართულმა ოცნებამ“ არ გადაიფიქრა მისი მხარდაჭერა“, - აცხადებს „რეზონანსთან“ საუბარში პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე.
პარლამენტის პირველი ვიცე სპიკერის, თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, 2019 წლიდან პარლამენტი სრულად თბილისში გადავა, საკანონმდებლო ორგანოს ყოფილ შენობაში კი, საპოლიციო დანაყოფი განთავსდება.
„რუსთავი" ასაჯაროვებს კიდევ ერთ აუდიოჩანაწერს, რომელიც, სავარაუდოდ, სპორტის ყოფილ მინისტრს, ლევან ყიფიანსა და „ომეგა ჯგუფის" მენეჯმენტის წარმომადგენლებს შორის შემდგარ საუბარს ასახავს.
2017 წლის 1 დეკემბერს თბილისში, ხორავას ქუჩაზე მომხდარი დანაშაულის შედეგად ორი ახალგაზრდის მკვლელობის ფაქტის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნის განხილვისას, სხდომათა დარბაზში დისკუსია გაიმართა. დისკუსიას პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე გამოეხმაურა.
საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა გაბუნია, საქართველოს პრემიერ მინისტრის, მამუკა ბახტაძისა და შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს შეხვედრას ეხმიანება.
ქვეყანაში დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარება, სამოქალაქო საზოგადოების ხელშეწყობა და არჩევნების სამართლიან და თავისუფალ გარემოში ჩატარება იყო ის თემები, რომლებზეც ვაშინგტონში სამუშაო ვიზიტით მყოფმა პრემიერ მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ და დემოკრატიის მხარდაჭერის ეროვნული ფონდის (NED)პრეზიდენტმა, კარლ გერშმანმა ისაუბრეს.
ჩვენ მოწადინებული ვართ, საქართველოსა და აშშ-ს შორის გაფორმდეს თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება და ამ ძალიან მნიშვნელოვან იდეაში ჩვენ გვაქვს ჩვენი მეგობრების მხარდაჭერა,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ აშშ-ის სახელმწიფო მდივან მაიკლ პომპეოსთან შეხვედრის შემდეგ, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
ვაშინგტონში აშშ–ის სახელმწიფო მდივანთან, მაიკ პომპეოსთან გამართული შეხვედრის შემდეგ, საქართველოს პრემიერ მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ განაცხადა, რომ სახელმწიფო მდივანმა კიდევ ერთხელ მკაფიოდ დააფიქსირა აშშ-ის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და საგარეო-პოლიტიკური მისწრაფებების მიმართ.
სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ საქართველოს პრემიერ-მინისტრს აშშ-საქართველოს შორის არსებული ორმხრივი ურთიერთობების სიმტკიცე დაუდასტურა, განუცხადა ჟურნალისტებს სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ჰიზერ ნაუერტმა,.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.