პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მხარს „ქართული ოცნება“ უჭერს, აცხადებს, რომ ეს არის აგრესიული წინასაარჩევნო კამპანია, პრეზიდენტობის კანდიდატი პატრიარქის პოზიციას დაეთანხმა, რომელმაც მღვდელმთავრებს არაკორექტული განცხადებების გაკეთებისგან თავის შეკავება ურჩია.
საპარლამენტო უმცირესობისა და უმრავლესობის წევრებს შორის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ერთმანეთს დაუპირისპირდნენ.
გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“-ს საპრეზიდენტო კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე მარიხუანას კულტივაცია-ექსპორტის შესახებ კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის მიზნით ხელმოწერების შეგროვებას იწყებს.
„ევროპული საქართველოს“ წევრი ირმა ნადირაშვილი „ქართული ოცნების“ მიერ კანაფის კულტივაცია/ექსპორტის შესახებ კანონპროექტის შეჩერებას და მის შესაძლო გაწვევას ეხმაურება.
„ჩვენ დავუშვით ძალიან მნიშვნელოვანი პრეცედენტი, როდესაც შევქმენით ეს საგამოძიებო კომისია და როდესაც ამ კომისიაში უმრავლესობა მივეცით უმცირესობას. ეს იყო მნიშვნელოვანი პრეცედენტი და ჩვენ გვქონდა ძალიან დიდი იმედი, რომ ამ პრივილეგიას თუ ამ უფლებას, უმცირესობა არ გამოიყენებდა სუბიექტური პოლიტიკური მიზნებისათვის. თუმცა, ანგარიში, საბოლოოდ, ასახავს ამ პოლიტიკურ კონტექსტს, რაც არის ჩვენთვის ძალიან სამწუხარო“, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ხორავას ქუჩაზე მომხდარი დანაშაულის შედეგად ორი ახალგაზრდის მკვლელობის ფაქტის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნის კომენტირებისას.
„სალომე ზურაბიშვილის განცხადება სრულად შეესაბამება იმ პათოსს, რომელიც იყო ასახული პატრიარქის გუშინდელ განცხადებაში“, ასე აფასებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებას კონკორდატის შესრულებასთან დაკავშირებით.
„ნაციონალურ მოძრაობას" არჩევნებთან დაკავშირებული პროცესების სიების გაყალბებით წარმართვა არ გამოუვა, აცხადებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დავით მათიკაშვილი.
„გაყალბებული სიები მიანიშნებს, კიდევ ერთხელ, ორ რამეზე, ერთი - ეს არის ის, რომ გაყალბება ეს არის ნაცმოძრაობის სტილი და ხელწერა და მეორე - ეს მიანიშნებს იმაზე, რომ ნაცმოძრაობას უჭირს 30 ათასი ხელმოწერის შეგროვება გაყალბების გარეშე“, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ განუცხადა. მისი შეფასებით, ეს ყველაფერი იმას მიუთითებს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ საპრეზიდენტო არჩევნებში მძიმედ დამარცხდება.
„ქართული ოცნების“ დეპუტატი სოფიო ქაცარავა მიიჩნევს რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის ვიზიტი შეერთებულ შტატებში ხაზს უსვამს ჩვენი სტრატეგიული თანამშრომლობის მნიშვნელობას.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კანაფის კულტივაციასა და ექსპორტზე კათოლიკოს-პატრიარქის განცხადებას ეხმაურება და ამბობს, რომ აღნიშნულ საკითხზე საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა და ილია მეორის პოზიცია მნიშვნელოვანია.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.