პოლიტიკა

სალომე ზურაბიშვილი საპრეზიდენტო კამპანიის ფარგლებში, ჭიათურისა და ტყიბულის მოსახლეობას შეხვდა. პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა და მმართველი პარტიის მხარდაჭერილმა კანდიდატმა სიტყვით გამოსვლისას სამძიმარი გამოუცხადა იმ ოჯახებს, რომლებსაც სხვადასხვა მაღაროში ოჯახის წევრები დაეღუპათ.

სრულად...

ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტად მყოფი პრემიერ მინისტრი მამუკა ბახტაძე დღეს სენატორს, ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარეს, როჯერ უიკერს შეხვდა.

სრულად...

საქართველოში არსებული წინასაარჩევნო გარემო, ქვეყანაში განხორციელებული დემოკრატიული რეფორმები და საქართველო-აშშ-ის ურთიერთობები განიხილეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ და ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) პრეზიდენტმა დერეკ მიტჩელმა შეხვედრაზე, რომელიც დღეს ვაშინგტონში გაიმართა.

სრულად...

პრეზიდენტობის 19-მა მსურველმა ცესკო-ში მხარდამჭერთა სიები არ წარადგინა. შესაბამისად, მათ არჩევნებში მონაწილეობასა და კანდიდატის რეგისტრაციაზე უარი ეთქვათ. ასეთ საპრეზიდენტო კანდიდატებს შორის კინორეჟისორის გიორგი შენგელაიაც აღმოჩნდა. სიების წარდგენის ვადა გუშინ ამოიწურა.

სრულად...

„პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი და პარლამენტის ვიცე-სპიკერი ირმა ინაშვილი ნატო ჩხეიძის მიერ პარტიის დატოვებას ეხმაურება. ინაშვილის თქმით, ჩხეიძე საპარლამენტო ფრაქციაში ყოფნას ისე განაგრძობს, როგორც დამოუკიდებელი დეპუტატი, იმის მიუხედავად, რომ ნატო ჩხეიძემ პარტია დატოვა.

სრულად...

სალომე ზურაბიშვილი მისი განცხადებების მედიასაშუალებებით გაშუქებას ეხმაურება. პრეზიდენტობის კანდიდატმა „ფეისბუქ“ გვერდზე განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნა, რომ ზოგიერთი მედიასაშუალება მისი მოსაზრებების უხეშ ინტერპრეტაციებს ტირაჟირებას უწევს.

სრულად...

დეპუტატმა ნატო ჩხეიძემ პარტია „პატრიოტთა ალიანსი“ დატოვა. განცხადება ჩხეიძემ დღეს, პარლამენტში პლენარულ სხდომაზე გააკეთა. როგორც ნატო ჩხეიძემ განმარტა, ამ პერიოდის განმავლობაში, როდესაც ღია შეტევა მიმდინარეობს „ომეგა ჯგუფსა“ და „იბერიაზე“ მას თანაპარტიელები გვერდით არ დაუდგნენ. 

სრულად...

„ნაციონალური მოძრაობის" ტრენდად იქცა შემდეგი მოცემულობა - მათ ჰგონიათ, რომ თუ გაქვს ნაწარმოები მოღალატეობრივი პოლიტიკა, შეგიძლია აწარმოო პიარკამპანია, მოღალატედ გამოაცხადო სხვა, გადაიტანო ყურადღება მთავარი თემიდან, რაც შენმა მოღალატეობრივმა პოლიტიკურმა წარსულმა უზრუნველყო, დაგაკარგვინა ტერიტორიები და ა.შ. და ამით ცოდვები მიგეტევება შენ შენი ქვეყნის წინაშე და ამით ხალხი მოტყუვდება - ეს არის მათი ნარატივი, ამ შეფასებას მმართველი პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი მამუკა მდინარაძე აკეთებს.

სრულად...

„ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია, სასულიერო პირებსა და კონკორდატთან დაკავშირებით, მმართველი პოლიტიკური გუნდის მიერ მხარდაჭერილი პრეზიდენტობის კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებებს ეხმაურება.

სრულად...

ჩვენი გუნდის დიდი სურვილია, ევროპული ყაიდის კიდევ ერთი თავისუფალი და კონკურენტული არჩევნების ჩატარება, როცა ყველა კანდიდატს აქვს კომუნიკაცია საზოგადოებასთან, თანაბრად მიუწვდება ხელი მედიაზე, თანაბარ პირობებში აყენებს ყველას ეს მედიაგარემო და როცა კანდიდატები პატივს სცემენ ერთმანეთს, აცხადებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი