პოლიტიკა

პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი „ქრონიკასთან“ საუბრისას აცხადებს, რომ საარჩევნო პროგრამა ვერ ექნება, მისივე თქმით, პრეზიდენტს უნდა ჰქონდეს ხედვა ქვეყნის მშენებლობის გზაზე. დამოუკიდებელი კანდიდატი, რომელიც „ქართული ოცნების“ მხარდაჭერას ელოდება ამბობს, რომ არ აქვს პრეტენზიები, რომ ქვეყნის ყველა პრობლემას მოაგვარებს.

სრულად...

პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა რომელიც „ქართული ოცნების“ მხარდაჭერას ელოდება, ცესკოში დღეს შეგროვებული ხელმოწერები მიიტანა. ზურაბიშვილმა „ქრონიკასთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ სურს უფრო მეტად კონკურენტუნარიანი საარჩევნო გარემო, თუმცა ამჟამად მხოლოდ ლანძღვა-გინების კამპანიას უყურებს.

სრულად...

„დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი და საქართველო პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე წლევანდელ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებას არ აპირებს, ამის შესახებ ბურჯანაძემ გამართულ ბრიფინგზე განაცხდა. „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ჯერ არ გამართულ არჩევნებს ივანიშვილის ფარსს უწოდებს. 2003-2004 წლებში პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი აცხადებს, რომ საპარლამენტო არჩევნებისთვის ემზადება და ხელისუფლებაში მოსვლას გეგმავს.

სრულად...

პუბლიცისტი თაკო ჩარკვიანი, რომელიც საპრეზიდენტო არჩევნებზე მხარს გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშია“-ს კანდიდატს, გრიგოლ ვაშაძეს უჭერს, ტელეკომპანია „იბერიას“ გარშემო განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება. ჩარკვიანის თქმით, ტელეკომპანია „იბერიაში" სიტყვის სრული თავისუფლებაა და არჩევნების მოახლოების გამო ხელისუფლებას ეს არ აწყობს. პუბლიცისტი აცხადებს, რომ საქართველოს ამჟამად ყველაზე საძაგელი ხელისუფლება ჰყავს.

სრულად...

28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებს წყალგამყოფად მიიჩნევს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც ვიდეომიმართვაში აცხადებს, რომ ივანიშვილი  „აღარ მალავს თავის განზრახვებს“ და ის და მისი რეჟიმი მთლიანად ახდენს ეკონომიკის, უმაღლესი სასწავლებლების და მედიის მონოპლიზაციას. 

სრულად...

„გაერთიანებული ოპოზიცია - ძალა ერთობაშია“-ს საპრეზიდენტო კანდიდატის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, გიორგი ვაშაძემ საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ უწყებათშორისი კომისიის ხელმძღვანელმა, თეა წულუკიანმა, უწყებათაშორის კომისიაზე გუშინ პოლიციური რეჟიმი ჩამოაყალიბა და კომისიის სხდომაზე ტელეფონებით შესვლა ყველას აუკრძალა.

სრულად...

საპრეზიდენტო არჩევნებში დამოუკიდებელი კანდიდატის სტატუსით ჩართული კინორეჟისორი გიორგი შენგელაია აცხადებს, რომ „ქართული ოცნება“ მას დაუჭერს მხარს და არა სხვა, რომელიმე კანდიდატს. შენგელაია საპრეზიდენტო კანდიდატად ცესკოში საინიციატივო ჯგუფმა წარადგინა, რომელშიც მერვე მოწვევის პარლამენტის დეპუტატი, „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიული სიით, პეტრე მამრაძეც შედის.

სრულად...

საინიციატივო ჯგუფებმა და პარტიებმა, რომლებსაც პრეზიდენტობის კანდიდატის წარდგენა სურთ, ცენტრალურ საარჩევნო კომისიას დღეს, 18:00 საათამდე უნდა მიმართონ. ამის შემდეგ კი მათ მხარდამჭერთა ხელმოწერების შეგროვება მოუწევთ.

სრულად...

„გადასახადებს სჭირდება გადახდა, მედიას სჭირდება თავისუფლება და ერთის და მეორის გარანტი საქართველოში არის ჩვენი ხელისუფლება, „ქართული ოცნება“ და შესაბამისად, ამ პრინციპის საფუძველზე ვიმოქმედებთ“, ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ტელეკომპანია „იბერიას“ განცხადებას.

სრულად...

„დარწმუნებულნი ვართ, რომ საბოლოო ანგარიში იქნება პოზიტიური, როგორიც არის დასკვნის პროექტი ამ ეტაპზე“, განაცხადასაქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ევროპარლამენტის საბოლოო ანგარიშზე საუბრისას.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი