„ქართული ოცნების“ ორგანიზებით, თბილისში, ხვალ, 7 სექტემბერს 09:00 სთ-ზე „პროგრესული ალიანსის“ საერთაშორისო კონფერენცია „შრომის პერსპექტივები ციფრულ ეპოქაში“ გაიხსნება.
„ევროპული საქართველოს“ პრეზიდენტობის კანდიდატი დავით ბაქრაძე ბრიუსელში ვიზიტისას ევროკომისარს, იოჰანეს ჰანს შეხვდა, რომელიც თბილისში ცოტა ხნის წინ იმყოფებოდა.
გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშია“-ს პრეზიდენტობის კანდიდატი, გრიგოლ ვაშაძე მეორე დღეა ევროკავშირის დედაქალაქში შეხვედრებს მართავს. ბრიუსელში ვაშაძესთან ერთად „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი სალომე სამადაშვილიც იმყოფება.
პარლამენტის ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატების ვიზიტს ბრიუსელში ევროპასთან ჩვენი ქვეყნის ინტეგრაციის პროცესის დაზიანების მორიგ წარუმატებელ მცდელობას უწოდებს. ჩუგოშვილის თქმით, ეს ოპოზიციური პარტიები ამას არაერთხელ ცდილობდნენ, თუმცა არასოდეს გამოსვლიათ და ვერც გამოუვათ.
მამუკა ბახტაძე თბილისში გამართულ რუსეთის მხრიდან დაფინანსებულ მედია ფორუმს გამოეხმაურა და მას რუსეთიდან წამოსული „რბილი ძალა“ და პროპაგანდა უწოდა. პრემიერ მინისტრის თქმით, ეს პროპაგანდა დგას სხვა ქვეყნებშიც და საქართველოს უკვე არჩეული აქვს საკუთარი გზა და მსგავსი პროპაგანდა ნეგატიურად ვერ აისახება მოსახლეობაზე.
საქართველოს პრემიერ მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე ბრიფინგზე ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე შექმნილი პარლამენტის დროებითი კომისიის მიერ მიღებული „ევროპული საქართველოს“ დასკვნა შეაფასა. პრემიერს თქმით, ამ დასკვნის დიდი ნაწილი სწორედ პოლიტიკური შეფასებებია, ასევე ამბობს, კომისიამ დაგვარწმუნა, რომ გამოძიების მიმდინარეობის დროს მნიშვნელოვანი ხარვეზი არ ყოფილა.
საქართველოს პრემიერ მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე ბრიფინგზე ევროპარლამენტის მომხსენებლის, ანდრეს მამიკინსის ანგარიში შეაფასა და მისი თქმით, ეს ანგარიში უნდა იყოს პოზიტიური იმპულსის მიმცემი თითოეული ქართველისთვის და ეს არის ქართველი ერის წარმატება და არა „ქართული ოცნების. ბახტაძემ ოპოზიციურ პარტიებს მოუწოდა, რომ გააკეთონ ისეთი კომენტარები, რომელიც ქვეყნის ინტერესებისთვის არის საჭირო და არა ვიწრო პარტიულისთვის.
საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის შესახებ, თბილისში რამდენიმედღიან მედიაფორუმზე მყოფი ალექსეი მალაშენკო - პოლიტოლოგი, მოსკოვის კვლევითი ინსტიტუტის, „ცივილიზაციათა დიალოგის“ სამეცნიერო კვლევების ხელმძღვანელი - აცხადებს, რომ „საქართველოსთვის მატარებელმა უკვე ჩაიარა“.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ბრიუსელში, ნატო-ს შტაბ-ბინაში ოთხშაბათს გამართული ნატო-საქართველოს კომისიის სხდომის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს, რომელშიც აღნიშნულია, რომ მუდმივი წარმომადგენლების დონეზე ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაზე რუსეთ-საქართველოს კონფლიქტთან დაკავშირებული პრობლემატიკა განიხილეს.
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიამ განაცხადა, რომ კომისიის ოპოზიციურ წევრებს შესაძლებლობა და შანსი ჰქონდათ, რომ კომისიის მანდატის ფარგლებში კვალიფიციური და ობიექტური დასკვნა მოემზადებინათ, სამწუხაროდ, მათ ეს შანსი არ გამოიყენეს. მისივე თქმით, მიღებულია ისეთი დასკვნა, რომელიც კრიტიკას ვერ უძლებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.