„ევროპული საქართველოს“ წევრი ელენე ხოშტარია აცხადებს, რომ გიორგი მარგველაშვილის მიერ არჩევნებში მონაწილეობაზე უარის თქმა, გაუგებარია და პრეზიდენტი ამით იცილებს პასუხისმგებლობას „ქართულ ოცნებასთან“ ბრძოლაში ჩართვაზე, რასაც ოპოზიცია ახორციელებს.
საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ირაკლი რუხაძეს, ჰოლანდიაში სასამართლო დავა მოუგო. ამის შესახებ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
„ქართული ოცნების“ დეპუტატი ეკა ბესელია აცხადებს, რომ კანდიდატი, რომელსაც მმართველი გუნდი დაუჭერს მხარს ჯერ გუნდშიც არ არის ცნობილი. ბესელიას თქმით, მარგველაშვილი ხვდება, რომ ვერ გაიმარჯვებს არჩევნებში და ამიტომ თქვა უარი მონაწილეობაზე.
ეს არჩევნები არის ძალიან მნიშვნელოვანი და საქართველოს მოქალაქეების გადასაწყვეტია, როგორი იქნება საქართველო მომავალში, აცხადებს საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი.
ძალიან ცოტა ქვეყანა მოიძებნება, სადაც მთელი პოლიტიკური ელიტა არის დაპირისპირებული ერთ ადამიანთან და ყველა მანქანას ხმარობს იმისთვის, რომ მისი დისკრედიტაცია მოახდინოს, ყველა მანქანას ხმარობს იმისთვის, რომ შეარყიოს მისი მმართველობა, აღნიშნული განცხადება პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა ლატვიის ყოფილ პრეზიდენტთან ერთად, სტუდენტებთან გამართული შეხვედრისას გააკეთა.
ამ არჩევნებში მე მონაწილეობის მიღებას აღარ ვაპირებ, აღნიშნული განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა გააკეთა.
გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშია“-ს პრეზიდენტობის კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რომ გრიგოლ ვაშაძე საარჩევნო ბიულეტენში წარმოდგენილი იქნება, როგორც „გრიგოლ ვაშაძე - ძალა ერთობაშია“ მისი ნომერი კი კარგად ნაცნობი „ნაციონალური მოძრაობის“ 5 იქნება.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გიორგი ბოტკოველი „ევროპულ საქართველოს“ განმარტებებს სთხოვს. მისი თქმით, 73 საარჩევნო კომისიაში „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებებს მხარი „ევროპულმა საქართველომ“ დაუჭირა.
გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო შტაბი ტელეკომპანია „იმედს" ვაშაძის მიმართ ე.წ. ფეიკ-ნიუსის გავრცელებაში ადანაშაულებს.
პარლამენტის ვიცე-სპიკერის, თამარ ჩუგოშვილის თქმით, ჯონ მაკკეინის დაკრძალვის ცერემონიაზე საქართველოდან მიდის იმდენივე წარმომადგენელი, როგორც ყველა სხვა ქვეყნიდან და ეს ფორმატი ამერიკის შეერთებული შტატებისთვის სრულიად მისაღებია. ჩუგოშვილმა არ იცის მიზეზები თუ რატომ ვერ მოახერხეს ცერემონიაზე წასვლა ქვეყნის პირველმა პირებმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.