„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც გარკვეულმა პირებმა „ევროპული საქართველოს" შემადგენლობა დატოვეს და „ძალა ერთობაშია“-ს შეუერთდნენ, გიგი უგულავა პასუხობს.
კოალიცია „ქართული ოცნების“ საერთაშორისო-პოლიტიკური ჯგუფის ყოფილი წევრი გიორგი გეგეჭკორი ამერიკელ პოლიტიკურ კონსულტანტ სემ პატენთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს.
„თუ ხელისუფლებამ საპრეზიდენტო პორტფელი დაკარგა, ეს დიდ საფრთხეს შეუქმნის მას საპარლამენტო არჩევნების დროს“, აცხადებს პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ საუბრისას და ნაკლებად დასაშვებად მიიჩნევს, რომ „ქართული ოცნება“ საერთოდ განზე გადგეს საპრეზიდენტო არჩევნებიდან.
პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავჯდომარე ევროპარლამენტში საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმების შესრულების თაობაზე მომზადებული ანგარიშის განხილვას გამოეხმაურა.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზვიად ძიძიგური სემ პატენთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს და მას სააკაშვილის ხელისუფლების ჩრდილოვან მენეჯერს უწოდებს.
„ნაციონალურმა მოძრაობამ“ და მასთან აფილირებულმა ტელევიზიამ, ევროპარლამენტის დასკვნასთან დაკავშირებით, მოდელირებული საინფორმაციო კამპანია წარმათეს- სინამდვილეში, დასკვნა დადებითია, აცხადებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე.
„ევროპული საქართველო“ კიდევ რამდენიმე წევრმა დატოვა და გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშია“-ს კანდიდატს, გრიგოლ ვაშაძეს, ღია მხარდაჭერა გამოუცხადა. მანამდე მარნეულში „ევროპული საქართველოს“ წევრებიც სწორედ „ძალა ერთობაშია“-ს შეუერთდნენ.
„ქართულ ოცნებაში“ შემავალი ფრაქციის ლიდერმა, ზვიად ძიძიგურმა განაცხადა, რომ დიდი სიამოვნებით დაუჭერდა მხარს სალომე ზურაბიშვილს. მისი თქმით, ზურაბიშვილი არის მებრძოლი ქალბატონი და არასოდეს უკან არ იხევს ამიტომ იქნება საუკეთესო პრეზიდენტი არსებული კანდიდატებიდან.
საგარეო უწყების ხელმძღვანელის განცხადებით ეს გახლავთ ერთი წლის განმავლობაში ევროკომისრის უკვე რიგით მეორე ვიზიტი საქართველოში, რომელიც ამჯერად უკავშირდება თბილისში „აღმოსავლეთ პარტნიორობის ევროპული სკოლის“ გახსნას.
„საქართველოსთვისაც და აშშ-სთვისაც ძალიან დიდი დანაკარგია ჯონ მაკკეინის გარდაცვალება", განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თამარ ჩუგოშვილმა, რომელიც აშშ-ში სენატორის დაკრძალვის ცერემონიას თავად დაესწრო.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.