პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი ხელმოწერების შეგროვებას მესტიაში განაგრძობს. ზურაბიშვილი მესტიიდან ამერიკელი სენატორის დაკრძალვას ეხმაურება და მწუხარებას გამოთქვამს. დამოუკიდებელი კანდიდატის, რომელიც „ქართული ოცნების“ მხარდაჭერის მოლოდინშია, თქმით, ქუჩებისთვის მაკკეინის სახელის დარქმევა დიდად პატივისცემის ნიშანი არ არის. პატივისცემის ნიშანი არის მაკკეინისგან მაგალითის აღება.
გაერთიანებული ოპოზციის, „ძალა ერთობაშია“-ს პრეზიდენტობის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე და გაერთიანების სხვა წარმომადგენლები ბაღდათის მოსახლეობას შეხვდნენ. გრიგოლ ვაშაძე აცხადებს, რომ ქვეყანა ვეღარ ვითარდება ისე, როგორც 2003-2012 წლებში და იმისთვის, რომ ქვეყანა დავაბრუნოთ განვითარების გზაზე საჭიროა ე.წ. „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები, რომლებიც „ვირთხებივით“ სხედან გამგეობების შენობებში, იქიდან გამოვიყვანოთ.
საქართველოს მერვე მოწვევის პარლამენტის დეპუტატი, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პარტიულის სიით, პეტრე მამრაძე 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე მხარს რეჟისორ გიორგი შენგელაიას უჭერს. მამრაძე ტელეკომპანია „იბერიას“ გადაცემაში „თავისუფალი სივრცე“ აცხადებს, რომ თბილისის ომი დაიწყო ზვიად გამსახურდიამ და საქართველოს პირველი პრეზიდენტი იყო ერთადერთი პოსტსაბჭოთა სივრცეში ვინც რუსი ჩეკისტების ბრძანება შეასრულა. ამავე გადაცემაში ყოფილი დეპუტატი ეთანხმება გიორგია შენგელაიას იმაში, რომ ზვიად გამსახურდია იყო მკვლელი.
რეჟისორი და პრეზიდენტობის კანდიდატი გიორგი შენგელაია ტელეკომპანია „იბერიას“ გადაცემაში „თავისუფალი სივრცე“ აცხადებს, რომ საქართველოს პირველი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია მკვლელია და ხალხმა სიმართლე არ იცის გამსახურდიას პრეზიდენტობის დროს განვითარებულ მოვლენებზე.
„საქართველოს პრეზიდენტის მიმდინარე და პარლამენტის უახლოეს არჩევნებზე „სამოქალაქო მოძრაობა ძალა ერთობაშია" ყალიბდება ერთიან საარჩევნო კოალიციად", ამის შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც მოძრაობა „ძალა ერთობაშია“ ავრცელებს.
„ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი და პრეზიდენტობის კანდიდატი შალვა ნათელაშვილი, რომელიც სენატორ ჯონ მაკკეინის დაკრძალვის ცერემონიაზე დასასწრებად ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფება, „ქართული ოცნების" ხელისუფლებას აკრიტიკებს იმის გამო, რომ სენატორის დაკრძალვაზე საქართველოდან უმაღლესი რანგის დელეგაცია არ გაგზავნა.
საქართველოს, 3-4 სექტემბერს, ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოებაზე მოლაპარაკებათა საკითხებში ევროკომისარი, იოჰანეს ჰანი ეწვევა.
მგონია, რომ ამ ქვეყანას არ აქვს იმის ფუფუნება, ყოფილი პრეზიდენტები და ყოფილი პრემიერ მინისტრები კერძო ცხოვრებას უბრუნდებოდნენ და თავიანთ გამოცდილებას არ ახმარდნენ ამ ქვეყანას, ასე ეხმაურება „შენების მოძრაობის“ ლიდერი დავით უსუფაშვილი გიორგი მარგველაშვილის გადაწყვეტილებას საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის საკითხთან დაკავშირებით.
ოპოზიციური გაერთიანება „ძალა ერთობაშია“-ს წევრი პარტიის, „საქართველო ლიდერთა შორის“ წარმომადგენელი მამუკა გამყრელიძე საზოგადოებრივ მაუწყებელთან აცხადებს, რომ გაერთიანების წარმომადგენელთა ნაწილს, გრიგოლ ვაშაძის ნომრად ბიულეტენში 1 სურდათ.
„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია აცხადებს, რომ გიორგი მარგველაშვილი არანაირად არ გაახსენდება, როგორც საქართველოს კეთილდღეობაზე მზრუნველი ადამიანი. მელიას თქმით, მარგველაშვილის პრეზიდენტობა იყო პაექრობა „ქართულ ოცნებასთან“ გამოვიდოდა თუ არა პრეზიდენტის სასახლიდან, ამით მან უდიდესი შესაძლებლობა გაუშვა 5 წლის მანძილზე.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.