რეგიონები

მესტიის ლ. ფილფანის სახელობის სახალხო და ფოლკლორის თეატრში, ფოლკლორული ანსამბლი „რიჰოს“ კონცერტის დასრულების შემდეგ, ქ. უკრაინკას მერმა, ტატიანა კუჩერმა და მესტიის მუნიციპალიტეტის მერმა, კაპიტონ ჟორჟოლიანმა მემორანდუმს ხელი საზეიმო ვითარებაში მოაწერეს.

სრულად...

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ხაიშში მოსახლეობამ საპროტესტო აქცია გამართა და მსხვილფეხა პირუტყვის გახშირებული ქურდობის ფაქტები გააპროტესტა. „ოჯახია ჩემს უკან, ჩემი შვილებია, შვილიშვილებია, რა ვქნა, რა გავაკეთო მითხარით?“ - აღშფოთებული ეკითხება ქალბატონი ლოლა უმფრიანი ადგილზე მისულ სამართალდამცველებს.

სრულად...

მესტიის მუნიციპალიტეტის ცხუმარის ადმინისტრაციულ ერთეულში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, დასახლების საერთო კრებები გაიმართა.

სრულად...

17 თებერვალს, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით, ხობის მუნიციპალიტეტის ახალსოფლის, პატარა ფოთის, საგვიჩიოს, ქვემო ქვალონის, შავღელეს და ჭალადიდის ადმინისტრაციულ ერთეულებში შემავალ სოფლებში დასახლების კრებები და მოსახლეობასთან კონსულტაცია გაიმართა.

სრულად...

ხობის მუნიციპალიტეტის ახალსოფლის ადმინისტრაციულ ერთეულში, მდინარე ცივზე (ლუბეკის არხი) ახალი ხიდი შენდება. ინფრასტრუქტურულ პროექტს, რომლის სახელშეკრულებო ღირებულებაც 612 ათასი ლარია, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს.

სრულად...

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა–ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ94-კმ105 (ფარავნის უღელტეხილის) მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა.

სრულად...

ხობში, დათა ხურცილავას სახელობის სტადიონზე, აგვისტოს ომის დროს დაღუპული რეზერვისტის, დათა ხურცილავას სახელობის პირველობის ფინალური შეხვედრები გაიმართა.

სრულად...

„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, დასახლების საერთო კრებები გაიმართა მესტიის მუნიციპალიტეტის იფარის და კალის ადმინისტრაციულ ერთეულებში.

სრულად...

ახალქალაქის მუნიციპალიტეტისსოფლებში - ხორენიაში, ხოსპიოში, მარტუნში, ბავრაში, კარტიკამსა და ხულგუმოში „სოფლის მხარდაჭერის  პროგრამის“ ფარგლებში, მოსახლეობასთან საკონსულტაციო შეხვედრები გაიმართა.

სრულად...

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფლებში - კარწახში, ფილიპოვკაში, ბოზალში და კიროვაკანში “სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, მოსახლეობასთან საკონსულტაციო შეხვედრები გაიმართა.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი