რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის რწმუნებულის ადმინისტრაციის ინიციატივით მიმდინარე საქველმოქმედო აქციის ფარგლებში, რწმუნებულის მოადგილემ გიორგი გონაძემ და ადმინისტრაციის აპარატის უფროსმა ირმა მაქარაშვილმა თანამშრომლებთან ერთად, მუნიციპალიტეტის სოფლებში - კენაშში, ზედა აღვში და ალპანაში მცხოვრებ ოჯახებს დამდეგი ახალი წელი მიულოცეს და საახალწლო საჩუქრები გადასცეს.
"ერთად გავულამაზოთ ახალი წლის დღეები მათ, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება!" - ამ ლოზუნგით ამბროლაურის რწმუნებულის ადმინისტრაციის ინიციატივით საქველმოქმედო აქცია მიმდინარეობს.
„ერთად გავულამაზოთ ახალი წლის დღეები მათ, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება!“ - ამ ლოზუნგით რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რწმუნებულის ადმინისტრაციის ინიციატივით საქველმოქმედო აქცია მიმდინარეობს, რომელშიც ადმინისტრაციასთან ერთად, კერძო და საჯარო ორგანიზაციებიც ჩაერთნენ, აქციის მიზანია რეგიონის მასშტაბით განსაკუთრებით მაღალმთიან სოფლებში მუდმივად მცხოვრები ოჯახებისა და ბავშვებისთვის ახალი წლის დღეების გალამაზება.
ახალქალაქისა და ნინოწმინდის მაჟორიტარმა დეპუტატმა საქართველოს პარლამენტში ენზელ მკოიანმა და ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერმა, იურიკ უნანიანმა, ბიუროს თანამშრომლებთან ერთად სოფელ კუმურდოში მცხოვრებ ობოლ ბავშვებს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცეს და საახალწლო ნობათი გადასცეს.
ახალი წლის დადგომამდე, გარდაბნის მუნიციპალიტეტის მასშტაბით სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების 3 208 აღსაზრდელს, მერის ინიციატივით საახალწლო საჩუქრები გადაეცა.
გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის ინიციატივით, წინასაახალწლო ნობათი 140 სოციალურად დაუცველ ოჯახს გადაეცა.
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა გრიგოლ იოსელიანმა ახალი წლის დღესასწაული სათნოების სახლის ბენეფიციარებს მიულოცა და საახალწლო ნობათი გადასცა.
წყალტუბოს სპორტის სასახლეში წლის სპორტსმენების დაჯილდოება გაიმართა. სპორტული კლუბების გაერთიანების ინიციტივით წყალტუბოელ 20 წარმატებულ სპორტმენს და საუკეთესო მწვრთნელებს სიგელები და ფასიანი საჩუქრები გადაეცათ.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და ხობის მუნიციპალიტეტის მერიას შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ფინანსების მართვის რეფორმის 2018-2021 წლების სტრატეგიის ფარგლებში, მუნიციპალიტეტის მიერ ფინანსების მართვის გაუმჯობესების ხელშეწყობაზე.
წყალტუბოს გიორგი ახვლედიანის სახელობის მხარეთმცოდნეობის მუზეუმმა 50 წლის იუბილე აღნიშნა. საიუბილეო დღესთან დაკავშირებით მოეწყო ორი ახალი გამოფენა „მუზეუმი-50“ და „მუზეუმის ფოტომატიანე“.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.