„სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით, ხობის მუნიციპალიტეტის თორმეტ სოფელში (გაღმა ქარიატა, გამოღმა ქარიატა, ყულევი, პირველ ხორგა, პირველი გურიფული, მეორე გურიფული, ბულიწყუ, საკვიკვინიო, ჭიხუ, ყორათი, გაღმა შუა ხორგა, გამოღმა შუა ხორგა) დასახლების კრებები და მოსახლეობასთან კონსულტაცია გაიმართა.
ახალქალაქის და ნინოწმინდის მაჟორიტარმა დეპუტატმა საქართველოს პარლამენტში, ენზელ მკოიანმა, ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელებთან ერთად „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარალეთისა და იხთილას მოსახლეობასთან საკონსულტაციო შეხვედრები გამართა.
ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის, ედიშერ ჯობავას ინიციატივითა და ა(ა)იპ „ხობის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის“ ორგანიზებით ქარიატის ადმინისტრაციულ ერთეულში მოსახლეობისათვის უფასო სამედიცინო აქცია გაიმართა.
მესტიის მუნიციპალიტეტის მერს, კაპიტონ ჟორჟოლიანს ევროპის უნივერსიტეტის ფილოლოგიის დოქტორები, ასოცირებული პროფესორები, ფიქრია თორია და ნანა ახობაძე შეხვდნენ. შეხვედრის მიზანი სასწავლო ცენტრის პროექტის გაცნობა გახლდათ.
თოვის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი (მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის 36-62-ე კილომეტრის (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
სოფლის პროგრამის ფარგლებში, მესტიის მუნიციპალიტეტში, ბეჩოს ადმინისტრაციულ ერთეულში მოსახლეობასთან შეხვედრები გაიმართა.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მოსახლეობასთან, პრიორიტეტების დასადგენად „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, შეხვედრები გრძელდება.
„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, მესტიის მუნიციპალიტეტის უშგულის ადმინისტრაციულ ერთეულში დასახლების საერთო კრება გაიმართა.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე, თამარ ქიტიაშვილი, ოზურგეთის კოლეჯ „ჰორიზონტს“ ეწვია, სადაც კოლეჯის სასწავლო ლაბორატორიები მოინახულა, სტუდენტებს შეხვდა და პროგრამების მიმდინარეობასა და არსებულ საჭიროებებზე მიიღო ინფორმაცია.
მესტიის მუნიციპალიტეტის ლახამულას ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ გენწვიშში დასახლების საერთო კრება გაიმართა. კრება აერთიანებდა ლახამულას ადმინისტრაციული ერთეულის სამი სოფლის - გენწვიშის, ქვემო იფარისა და ხევრას მოსახლეობას.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.