განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა, აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელ ელიზაბეთ რუდთან ერთად გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ ქვეშში, ახლადრეაბილიტირებული საჯარო სკოლის გახსნის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.
ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაჯანაში ახალი, თანამედროვე სტანდარტების საბავშვო ბაღი ოფიციალურად გაიხსნა.
ცაგერში, წმინდა ილია მართლის სახელობის გიმნაზიაში საახალწლო ღონისძიებასთან ერთად, წმიდა მოციქული, პირველმოწამე და მთავარდიაკონი სტეფანეს დღე იზეიმეს.
გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერია, სოფელ ლემშვენიერასა და ქესალოში, შიდა გზების რეაბილიტაციაზე ელექტრონულ ტენდერს აცხადებს.
რაჭა–ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რწმუნებული არჩილ ჯაფარიძე მეუღლესთან და ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარესთან ასლან საგანელიძესთან ერთად, საშობაო ლიტურგიას ნიკორწმინდაში, წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძარში დაესწრო.
ონის მუნიციპალიტეტის მერმა ემზარ საბანაძემ მოადგილეებთან ერთად, 2020 წლის პირველი სამუშაო შეხვედრა გამართა მერიის სტრუქტურული ერთეულის წარმომადგენლებთან. მერმა თანამშრომლებს კიდევ ერთხელ მიულოცა ახალი წელი და წარმატებები უსურვა სამსახურებრივ საქმიანობაში.
რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის გუბერნატორმა, არჩილ ჯაფარიძემ მოსახლეობას ახალი წელი მიულოცა.
სახელმწიფო რწმუნებულმა რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში არჩილ ჯაფარიძემ, ადმინისტრაციის თანამშრომლებთან ერთად, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფ.ფუტიეთში მცხოვრებ 5 ოჯახს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა და საახალწლო საჩუქრები გადასცა.
დღეს, 30 დეკემბერს, ხობის მუნიციპალიტეტის მერმა გოჩა ქაჯაიამ და საკრებულოს თავმჯდომარემ ედიშერ ჯობავამ ხობის უმწეოთა სასადილოს ბენეფიციარებს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცეს და საახალწლო საჩუქრები გადასცეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.