ქალაქ დუშეთში, ძველი სამუსიკო სკოლის შენობაში, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის და „სხივური მედიცინის ცენტრის“ ორგანიზებით მოეწყო საქველმოქმედო აქცია. აქცია მიზნად ისახავდა ადგილობრივი მაცხოვრებლებისათვის უფასო სამედიცინო გამოკვლევების ჩატარებას.
წყალტუბოს მუნიციპალიტეტში, ოტია იოსელიანის სახლის ეზოში, ხარაგაულის რეზო თაბუკაშვილის სახელობის სახალხო თეატრმა ლიტერატურული სპექტაკლი „ჩვენი ოტია“ წარმოადგინა. სპექტაკლს მწერალ ოტია იოსელიანის შემოქმედების თაყვანისმცემლები, საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ესწრებოდნენ.
ჯგუფ „არგო“-ს საიუბილეო კონცერტს ვანის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე გოგორიშვილი, მერის მოადგილეები და საზოგადოების სხვა წევრები დაესწრნენ.
მუსიკალური ჯგუფი „არგო“ ვანის მუნიციპალიტეტში უკვე 10 წელია მოღვაწეობს და აკეთებს ხარისხიან მუსიკას, რაც საზოგადოებაში მათი რეპერტუარის პოპულარობას განაპირობებს.
მთათუშეთში, სოფელ გოგლურთაში 2007 წელს დაბადებული არასრულწლოვანი კლდიდან გადავარდა. პოლიციელებმა არასრულწლოვნის ხევიდან ამოყვანა შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის დახმარებით მალევე მოახერხეს. ამ დროისთვის არასრულწლოვანი თელავის რეფერალურ საავადმყოფოშია გადაყვანილი.
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის ა(ა)იპ "კეთილმოწყობის ცენტრმა" ტაბიძის ქუჩის ღამის ფერადი განათების ქსელი აღადგინა.
საქართველოს სახელმწიფო ენის შემსწავლელი ჯგუფის გახსნის მიზნით, საქართველოს სამოციქულო ეკლესიის, ქალაქ ნინოწმინდის „რაფაელ ჯავახ“ საგანმანათლებლო კულტურულ-ახალგაზრდული ცენტრის ხელმძღვანელის - ჟორა სნხჩიანის ინიციატივით გაიმართა შეხვედრა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრ ქეთევან ციხელაშვილისა და პარლამენტის წევრ ნინოწმინდა-ახალქალაქის მაჟორიტარ დეპუტატ ენზელ მკოიანთან.
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის ა(ა)იპ "დასუფთავების ცენტრის" ინიციატივით წყალტუბოს რამდენიმე ქუჩის სისუფთავეზე დამატებით რამდენიმე მეეზოვე იზრუნებს. ქალაქ წყალტუბოში, კოლხეთისა და სამაკაშვილის ქუჩების დასუფთავება, მოქალაქეების თხოვნის გათვალისწინებით, რეგულარულად მოხდება.
მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონული განვითარების სამსახურის უფროსი სოზარ სუბარი და დეპუტატი ვიქტორ ჯაფარიძე ხაიშში ხის საამქროების მფლობელებს და ადგილობრივებს ხვდებიან. სუბარის თქმით, დიდი შეხვედრა უნდა მოეწყოს ჭუბერი-ხაიშის მოსახლეობასთან. საუბრის მთავრი თემა სწორედ ხე-ტყე იქნება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.