მესტიაში, მთიდან ყინულის ჩამოშლის შედეგად წარმოქმნილი საფრთხე მოხსნილია. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, წყლის დონემ ეტაპობრივად დაიკლო და მიმდებარე ტერიტორიისთვის, ამ ეტაპზე, საფრთხეს აღარ წარმოადგენს.
გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოში, საქართველოში გაეროს წარმომადგენლობის ეგიდითა და არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდული ინიციატივა დემოკრატიისათვის“ მხარდაჭერით, გაეროს კუთხე გაიხსნა, სადაც განთავსდა შესაბამისი ლიტერატურა გაერო-საქართველოს შესახებ, ასევე ბუკლეტები და გაეროს ბანერი.
მესტიაში, მყინვარ ლეხზირიდან ყინულის მასა ჩამოიშალა, რამაც წყლის დაგუბება გამოიწვია. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა. აღნიშნულთან დაკავშირებით, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ინფორმაციას ავრცელებს.
ძლიერმა ქარმა და წვიმამ, რამდენიმე საცხოვრებელ სახლს სახურავი გადახადა, მრავალწლოვანი ხეები მოგლიჯა, რის გამოც წალენჯიხის ცენტრალური მაგისტრალი გადაკეტილი იყო.
ონის მერმა, ემზარ საბანაძემ მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების წარმომადგენლებსა და საკრებულოს დეპუტატებთან მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრას რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სავანეთის ონის სატყეო უბნის უფროსი ელდარ რატიანი ესწრებოდა.
ქალაქ გარდაბანში, მიმდინარე წელს, ხუთი საბავშვო ბაღი აღდგება. სამშენებლო სამუშაოები უკვე დაწყებულია.
მთის საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარების ფარგლებში დაგეგმილია ლენტეხი-მესტიის 35 კმ-იანი გზის მშენებლობა და ლეშგუანი-მესტიის 11 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია.
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ მაღლაკში ელიაობის სახალხო დღესასწაული აღინიშნა. ელიაობა ტრადიციულად წირვა-ლოცვით დაიწყო. გაიმართა ტურნირი მინი-ფეხბურთში, ჭადრაკში, ნარდსა და შაშში.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტში 2018 წლის განმავლობაში რეგიონული განვითარებისა ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება იგეგმება. აღიშნული განცხადება GUARDIAN.GE-სთან საუბრისას ახალქალაქის მერმა, იურიკ უნანიანმა გააკეთა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.