საქართველოს რესპუბლიკის 100 წლისთავთან დაკავშირებით საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაციამ კონკურსი „დამოუკიდებლობიდან თავისუფლებისაკენ“ გამოაცხადა. კონკურსში მონაწილეობდა ა(ა)იპ დუშეთის მუნიციპალიტეტის „ალ. როინაშვილის სახ. საბიბლიოთეკო გაერთიანება“.
ბუნებრივ მოვლენებზე აქტიური ზემოქმედების ცენტრის დაქვემდებარებაში მყოფი სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის, მართვის ცენტრის მიერ 20, 21 და 23 ივლისს კახეთის რეგიონში 900 კვადრატულ კილომეტრამდე საერთო ფართობის სეტყვასაშიში ღრუბლის მასები დამუშავდა, რითაც კახეთის რვავე მუნიციპალიტეტში მოსალოდნელი სეტყვა სრულად თავიდან იქნა აცილებული.
ა(ა)იპ „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ბავშვთა ინკლუზიური ცენტრის“ დაარსებიდან სამი წელი გავიდა. სამი ბენეფიციარი უკვე სრულწლოვანი გახდა. მათ გასაცილებლად მეგობრებმა და ცენტრის დირექციამ საზეიმო ღონისძიება გამართეს. ღონისძიებას წყალტუბოს მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
კრწანისში მომხდარი სტიქიის შედეგად დაზარალებული 11 მოქალაქე, მათ შორის ორი მცირეწლოვანი ბავშვი, რუსთავის ერთ-ერთ სასტუმროშია გადაყვანილი. გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურისა და „ქალთა ოთახის“ ორგანიზებით დაზარალებულ ოჯახებს, რომლებიც ამ ეტაპზე სასტუმროში იმყოფებიან, მედიკამენტები, პირველადი მოხმარების ნივთები და საკვები პროდუქტი გადაეცათ.
28 ივლისს 16:00 საათზე დაბა მესტიაში, სვანეთის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმში გაიმართება გამოფენა სახელწოდებით „თამარისი“, რომელიც ეძღვნება მონაზონ თამარის (ეთერ უროტაძე) ხსოვნას. გამოფენის ორგანიზატორები არიან იზოლდა მელიქიშვილი, დარიკო ჩიხლაძე და ლიანა ანიაშვილი.
გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ქესალოს საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია დაიწყო. სარემონტო სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტიდან ხორციელდება, რომელსაც ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „დიოკნისი“ არსულებს. პროექტისთვის 20 483 ლარია გათვალისწინებული, რომლის სარემონტო სამუშაოებიც 15 სექტემბრამდე დასრულდება.
გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფლებში, აღთაკლიასა და ყარათაკლიაში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება დაიწყო. პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა, რომლის საერთო ღირებულებამ 383 680 ლარი შეადგინა. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებულმა კომპანია შპს „არსაკიძე2000“ ასრულებს.
პროგრამა „სამოქალაქო ბიუჯეტი წყალტუბოში“-ს ფარგლებში მოსახლეობის ინფორმირებულობა ქალაქის ამჯერად მეორე ზონაში მოხდა.
ძლიერი წვიმის შედეგად ადიდებულმა მდინარემ ორი სოფლის დამაკავშირებელი ხიდი წაიღო. ობიექტი აღდგენილია სტიქიის ფონდის დაფინანსებით.
აღდგენითი სამუშაოების ბიუჯეტი 8 000 ლარია.
ხარაგაულში, საქართველოში პირველად, ტოჩინოშინისა და გაგამარუს მხარდასაჭერად, სუმოს სამოყვარულო ჩემპიონატი ჩატარდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.