მესტის მუნიციპალიტეტის მერის განცხადებით, ჭუბერსა და ხაიშში, სადაც რამდენიმე დღის წინ ხე-ტყის უკანონოდ მოპოვების ფაქტების შესასწავლად ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური შევიდა და რასაც, ადგილობრივებთან დაპირისპირება მოჰყვა, საკითხი ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირები ჩართულობით გადაწყდება.
ფოთში ძლიერი წვიმის შედეგად ქუჩები დაიტბორა, განსაკუთრებით მძიმე ვითარებაა დანელიასა და პუშკინის ქუჩებზე.ათეულობით ოჯახს გაუნადგურდა საყოფაცხოვრებო ნივთები და ტექნიკა. მოსახლეობა ადგილობრივ ხელისუფლებას უმოქმედობაში ადანაშაულებს და ზარალის ანაზღაურებას ითხოვს.
ახმეტის მაჟორიტარი დეპუტატი გელა სამხარაული ახმეტა-თიანეთის საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნო. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული აზერბაიჯანული კომპანია AGT Menegment, Meslehet, Tikinti Xidmetleri MMC ასრულებს, პროექტის ღირებულება 18 964 873 ლარია.
უხვი ნალექისა და ძლიერი ქარის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენა ხარაგაულის სოფლებში ეტაპობრივად მიმდინარეობს.
გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ტარიელ ჯანხოთელი ანგარიშს აქვეყნებს, რომელშიც აღნიშნულია, რომ 2017 წლის 20 ნოემბრიდან დღემდე გაიმართა საკრებულოს - 13 სხდომა, აქედან რიგგარეშე - 7, ხოლო გეგმიური - 6. გამოიცა 144 განკარგულება, მიღებულია 49 დადგენილება.
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულ–გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა, გრიგოლ დალაქიშვილმა, ვიცე გუბერნატორთან, იოსებ ხახალეიშვილთან და ტყიბულის მერთან, თემურ ჩუბინიძესთან ერთად, საფეხმავლო ტურისტული ბილიკი გახსნა.
ონის მუნიციპალიტეტის მერმა, ემზარ საბანაძემ მოადგილეებთან, მერაბ ორდინიძესთან და ლევან შერაზადიშვილთან ერთად სოფელ ღარში, მდინარე ღარულაზე, სახიდე გადასასვლელის მონტაჟის სამუშაოები დაათვალიერა.
ციხე-ქალაქ კვეტერაზე უძველესი ტრადიციული სახალხო დღესასწაული „კვეტერაობა“ გაიმართა. ღონისძიება კახეთის რეგიონალური განვითარების ფონდისა და ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის ინიციატივითა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ფინანსური მხარდაჭერით ჩატარდა.
მესტიის მუნიციპალიტეტში დღესასწაული „სვანეთობა 2018“ გაიმართა, სადაც მონაწილეობას იღებდნენ, როგორც ადგილობრივი ფოლკლორული ანსამბლები თუ შემსრულებბლები, ასევე პოპულარული ქართველი ჯგუფები.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.