რეგიონები

სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფლებში, საქობოსა და მაშნაარში, რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან გამოყოფილი თანხით, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა მიმდინარეობს.

სრულად...

აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ხობის მუნიციპალიტეტის ჭალადიდის ადმინისტრაციულ ერთეულში ავიაციის მეშვეობით ფართობების შეწამვლა მიმდინარეობს.

სრულად...

ლანჩხუთის წმ. იოანე ნათლისმცემლის სახელობის სამრევლო სკოლაში სწავლა დღეს დაიწო. მოსწავლეებს სწავლის დაწყება რექტორის მოადგილე სასწავლო დარგში ლევან გიორგაძემ მიულოცა. 

სრულად...

მესტიის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმის სააქტო დარბაზში ქართველი პოეტისა და საზოგადო მოღვაწის, ერეკლე საღლიანის შემოქმედებითი საღამო ჩატარდა. ავტორზე და მის შემოქმედებაზე მისმა მეგობრებმა და მოწვეულმა სტუმრებმა ისაუბრეს.

სრულად...

მარტვილის მუნიციპალიტეტში მარტვილი-სერგიეთის დამაკავშირებელი გზის მშენებლობა დაიწყო. პროექტი საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის დაფინანსებით ხორციელდება.

სრულად...

ონის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში ჯებირებისა და გზის დამცავი გაბიონების მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. 

სრულად...

აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებებში ავიაცია ჩაერთო. აღნიშნულ ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. მათი ცნობით, აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებების ფარგლებში, ავიაციის მეშვეობით უკვე შეიწამლა აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ ანჟელში არსებული ფართობები და სიმინდის ნათესები.

სრულად...

თუშეთის 24 სოფელსა და 4 ხეობაში სწრაფი ინტერნეტი უკვე ხელმისაწვდომია. ძალიან მნიშვნელოვანი და სასიხარულო სიახლე - ასე შეაფასა ფაქტი საქართველოს პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.

სრულად...

სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, ვალერიანე ფოცხვერიამ და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ძიუდოისტს, რომელმაც ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე, უფროსი ასაკის მამაკაცებს შორის მე-3 ადგილი მოიპოვა და ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა წარმატება მიულოცეს.

სრულად...

ხობის მუნიციპალიტეტის საჯიჯაოს ადმინისტრაციულ ერთეულში საბავშვო ბაღის აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს. ინფრასტრუქტურული პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება და მისი სახელშეკრულებო ღირებულება 174 ათას ლარს შეადგენს.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი