როგორც GUARDIAN.GE-ს თერჯოლის გამგეობიდან აცნობეს, თერჯოლა-ტყიბულის გაერთიანებული ოლქის მაჟორიტარი დეპუტატის, ელგუჯა გოცირიძის ძალისხმევისა და აქტიური ჩარევის შემდეგ, აღნიშნული გზის აღდსადგენად პროექტირება მიმდინარეობს.
მარტვილის მუნიციპალიტეტეტის გამგეობის ადმინისტრაციული შენობის წინ მდებარე აუზის აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს.
პროექტს, რომლის ღირებულება 21 099 ლარს შეადგენს, ტენდერში გამარჯვებული ი.მ ირაკლი გელენიძე ახორციელებს.
ხობის მუნიციპალიტეტის ქარიატისა და ძველი ხიბულის ადმინისტრაციულ ერთეულებში საექიმო ამბულატორიების კეთილმოწყობა დასრულდა. პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით განხორციელდა და მისმა სახელშეკრულებო ღირებულებამ 22500 ლარი შეადგინა.
სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ილიაწმინდაში დასასვენებელი პარკის აღდგენითი სამუშაოები დასრულდა. პროექტი, რომლიც ღირებულებაც 36 021 ლარია, ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტიდან დაფინანსდა.
სეტყვის საწინააღმდეგო სისტემამ კახეთის ოთხ მუნიციპალიტეტში 1800 კვ.კმ საერთო ფართობის სეტყვასაშიში ღრუბლის მასები გაანეიტრალა, რისთვისაც სისტემამ 41 რაკეტა გაისროლა.
ა(ა)იპ თერჯოლის სკოლამდელი აღზრდის მუნიციპალური ცენტრის დირექტორის, მაია თორთლაძის განცხადებით, თერჯოლის მუნიციპალიტეტის 26 საბავშვო ბაგა-ბაღში 52 სააღმზრდელო სხვადასხვა ასაკობრივი - ბაგის, საშუალო ასაკის და ბაღის ასაკის ჯგუფი მოქმედებს.
აჭარის მთავრობის ცნობით, ხულოში, შავნაბადას მთაზე სახანძრო-სამაშველო სამუშაოები დასრულების ეტაპზეა. მათივე ინფორმაციით, ცეცხლის ყველა კერა სრულად ლოკალიზებულია და ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს.
დაბა მესტიაში გადაუღებელი წვიმის შედეგად ადიდებულმა მდინარე „მესტიაჭალამ“ საგზაო ინფრასტრუქტურა - ხიდები და ნაპირსამაგრი გაბიონები დააზიანა.
ტყიბულში მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსების ეზოების აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს. შიდა ეზოების ბეტონის საფარით მოწყობის სამუშაოებს ტყიბულის მუნიციპალიტეტის მოადგილესთან და შესაბამისი სამსახურის უფროსებთან ერთად გაეცნო.
რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის გუბერნატორი არჩილ ჯაფარიძე შეხვდა რეგიონის წარჩინებულ მოსწავლეებს, რომლებმაც ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს და 100%–იანი გრანტის მფლობელები გახდნენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.