ხობის მუნიციპალიტეტის ქარიატის ადმინისტრაციულ ერთეულში, მინი-ფეხბურთში, აგვისტოს ომში დაღუპული რეზერვისტის, ლევან ჭოჭუას სახელობის თასი გათამაშდა. სპორტული შეჯიბრება ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერითა და ა(ა)იპ „საფეხბურთო კლუბ კოლხეთის“ ორგანიზებით განხორციელდა.
პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ვანის მერობის კანდიდატი ალექსანდრე გოგორიშვილი საკუთარ საარჩევნო პროგრამას მუნციპალიტეტის სოფლების მოსახლეობას აცნობს.
11 სექტემბერს კახეთის ექვს მუნიციპალიტეტში გამორჩეულად დიდი მასშტაბის სეტყვასაშიში ღრუბლის მასები დამუშავდა, რისთვისაც სისტემამ 150-მდე რაკეტა გაისროლა.
ონის მუნიციპალიტეტში მედიათეკის აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტს, რომელის სავარაუდო ღირებულება 799 892 ლარს შეადგენს, სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი არჩილ ჯაფარიძე ადგილზე გაეცნო.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე პრეზიდენტმა კახა ჭუმბურიძემ მარტვილის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო სკოლის საწვრთნელი ბაზა საფეხბურთო სკოლის დირექტორთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა.
თერჯოლის მუნიციპალიტეტში, სოფელ სიმონეთში, დავით კლდიაშვილის 155 წლისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო გაიმართა. მწერლის იუბილის აღსანიშნავად დავით და სერგო კლდიაშვილების სახლ-მუზეუმში მწერლის თანასოფლელები, შთამომავლები და სოფლის ახალგაზრდობა შეიკრიბა.
სიღნაღში „სოციალური მეწარმეობის ახალგაზრდული ფესტივალი“ გაიმართა. აღნიშნულ ინფორმაციას სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგეობა ავრცელებს.
ორფოლოს პოლიგონზე, „Agile Spirit 2017"-ის ფარგლებში ღია კარის დღე გაიმართა, რომელსაც ქალაქ ახალციხის მერი ვლადიმერ ზედგინიზე, სამცხე-ჯავახეთის მაცხოვრებლები, სტუდენტები, გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმის მოსწავლეები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.
მესტიის მუნიციპალიტეტში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ეგიდით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ ადგილობრივი მოსახლეობისთვის პროფილაქტიკური სამედიცინო გასინჯვები ჩაატარა.
ტყიბულში მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის შენობის სახურავის აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს. ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობის ცნობით, პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება და მისი საერთო ღირებულება 55 695 ლარს შეადგენს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.