მართლმადიდებელი ეკლესია 15 ივლისს ღვთისმშობლის კვართის ვლაქერნაში დადების დღესასწაულს - ვლაქერნობას აღნიშნავს.
ხობის მუნიციპალიტეტის ზემო ქვალონის ადმინისტრაციულ ერთეულში, ფონდ „ქართუს“ დაფინანსებით, წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს.
თერჯოლის მუნიციპალიტეტში 2015–2016 წლების კურსდამთავრებულ მედალოსანთა დაჯილდოვების ცერემონია გაიმართა. 41 წარჩინებულ მოსწავლეს ოქროსა და ვერცხლის მედლები იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის–გუბერნატორის პირველმა მოადგილემ პაატა ნადირაძემ, თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგებელის მოვალეობის შემსრულებელმა თემურ ქოჩიაშვილმა და საკრებულოს თავჯმდომარემ ავთანდილ ჩუბინიძემ გადასცეს.
წყალტუბოში, 560 დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით, 8 ათსართულიანი კორპუსი აშენდება. დევნილთა სამინისტროს ცნობით, ამ ეტაპზე, უკვე ორი კორპუსის მშენებლობა მიმდინარეობს, სადაც ბინას 140 დევნილი ოჯახი მიიღებს.
მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ გურძემში გზის მშენებლობა დასრულდა. დასრულებული სამუშაოები მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, ალექსანდრე გრიგალავამ და გამგებლის პირველმა მოადგილემ, გიორგი გოროზიამ დაათვალიერეს.
საერთაშორისო ავტომაგისტრალის, სამტრედია-გრიგოლეთის მე-3 მონაკვეთის მშენებლობა უკვე დაიწყო. ავტობანის მშენებლობის ტექნიკური ზედამხედველობის ჯგუფის წევრები ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებლის პირველ მოადგილეს, ნუგზარ ცინცაძეს შეხვდნენ.
საქართველოს პარლამენტის წევრმა ირაკლი (დაჩი) ბერაიამ და ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოჩა ქაჯაიამ საკათალიკოსო სასახლის აღდგენითი სამუშაოები დაათვალიერეს.
ხონის სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსის ეზოში, სპორტისა და ახალაგზრდობის საქმეთა სამინისტროს ინიციატივით, „სპორტის ინფრასტრუქტურის, რეაბილიტაციისა და სპორტული ინვენტარის განახლების პროგრამის" ფარგლებში გამაჯანსაღებელი მოწყობილობები მოეწყო.
დუშეთის მუნიციპალიტეტის ჭართლის ადმინისტრაციულ ერთეულში სტიქიის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს.
სამტრედიის მუნიციპალიტეტში გარე განათების ქსელის მოწყობა მიმდინარეობს. სამტრედიის გამგეობის ცნობით, სამტრედია-ხონის ცენტრალურ სატრანსპორტო მაგისტრალზე, ნაბაკევის თემის სოფელ კვირიკეს ტერიტორიაზე ქსელის სრულყოფის მიზნით, გარე განათების ლამპიონები ემატება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.